ჩანახატი © არქიტექტორ კ.ჩხეიძის არქივი

© Architect K.Chkheidze's archive

ჩანახატი © არქიტექტორ კ.ჩხეიძის არქივი

© Architect K.Chkheidze's archive

© არქიტექტორ კ.ჩხეიძის არქივი

© Architect K.Chkheidze's archive

© არქიტექტორ კ.ჩხეიძის არქივი

© Architect K.Chkheidze's archive

ჩანახატი © არქიტექტორ კ.ჩხეიძის არქივი

© Architect K.Chkheidze's archive

ხედი რუსთაველის პროსპექტიდან

The view from Rustaveli avenue

ფასადი

Fassade

შესასვლელი

Entrance

ინტერიერი

Interior

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლანდელი შენობა რუსთაველის მოედანზე 1953-1958 წლებში აშენდა. კონკურსში გამარჯვებული პროექტი მიხეილ ჩხიკვაძეს და კონსტატინე ჩხეიძეს ეკუთვნის. შენობა წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საბჭოთა კლასიკურ-მონუმენტალური სტილის არქიტექტურის ტიპიურ მაგალითს. საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის გამო კოშკზე მიმაგრებული ვარსკვლავის დემონტაჟი მოხდა, მაგრამ შენობას ტოტალიტარული არქიტეტურის ხასიათი მაინც არ დაუკარგავს.

კონსტანტინე ჩხეიძის პროექტით 1958-1960 წ. აშენებული ფუნიკულიორის საბაგირო გზის ქვედა სადგური ამ შენობის შიდა ეზოში დგას და კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს. ოვალური ფორმის სიმეტრიული შენობა გარედან თითქოს მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, თუ როგორ არის ნაფიქრი მის გარეგნულ “შემსუბუქებაზე” – უზარმაზარი, შემინული თაღების რიგს ზემოდან უფრო მცირე ზომის, მეორე, ღია თაღების რიგი ადგას, ხოლო ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებული ბოლნისის ტუფის ფერი ქვემოდან ზემოთ იცვლება, ღიავდება და ბოლოს თითქმის თეთრი ფერის არშიად იქცევა.
სრულებით იკარგება სიმძიმის შეგრძნება, როცა შენობაში შედიხართ – მის ოვალურ გარე კედლებს სპირალური პანდუსები მიუყვება. მაღალი ფანჯრების უზარმაზარი სიბრტყეების სწორხაზოვანი დაყოფა გარედან მიმაგრებულ, ლითონის დეკორატიულ ცხაურებთან ერთად დინამიურ გრაფიკულ სურათს ქმნის. ჰაეროვანი, მსუბუქი, ელეგანტური სივრცე სინათლითაა სავსე.

ამ ინტერიერში უნებლიედ მოდერნიზმის ერთ-ერთი სიმბოლო, ასევე 1959 წელს აშენებული, რაიტის გუგენჰაიმის მუზეუმი გახსენდება, თუმცა ის სულ სხვა სამყაროს და სტილს ასახიერებს.
მთაწმინდის საბაგირო გზის ქვედა სადგურის შენობა თბილისელთა თაობებისთვის მნიშვნელოვან ემოციურ დატვირთვას ატარებს. ის ათწლეულების მანძილზე დაკეტილია. მიუხედავად იმისა, აღდგება თუ არა საბაგირო გზა, მისი ქვედა სადგურის, როგორც ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშის უცვლელად შენარჩუნება აუცილებელია.

დიდი მადლობა ელენე ჩხეიძეს არქიტექტორ კონსტანტინე ჩხეიძის არქივიდან უნიკალური სურათების მოწოდებისთვის.

Comment

Your email address will not be published.

Explore #239: Rustaveli Avenue Cableway Station, Tbilisi, Georgia – October 2018 – Adam X

18.10.2020 11:34

[…] (rewritten and abridged from here, here, and […]

Answer