გეგმები და ჭრილი. ა. შჩუსევი

Floor plans and section by A.Shchusev

პერსპექტივა.  შჩუსევი

Perspective by Shchusev

მთავარი ფასადი, მე-20 ს. 50-იანი წლები

Main facade, Rustavli ave. 1950-ies

მთავარი ფასადი, 1990-იანი წლები

Main facade, 1990-ies

ფასადი კვალის ქუჩიდან, შჩუსევის პროექტი

Facade, Kvali st. Project by Shchusev.

საკონფერენციო დარბაზი ორიგინალურ მდგომარეობაში

Conference hall in the original state

საკონფერენციო დარბაზი 2010-იან წლებში

Conference hall in 2010s

დერეფანი ორიგინალურ მდგომარეობაში

Hallway in the original state

დერეფანი 2010-იან წლებში

Hallway in the 2010s

არქიტექტურული დეტალი,  1950-იანი წლების ფოტო

Architectural details, 1950-ies

შჩუსევის არქიტექტურული დეტალები

Architectural details by Shchusev

სასტუმრო კემპინსკის პროექტი, რობ კრიერი და ქრისტოფ კოლი

Kempinsky Hotel by Rob Krier and Christoph Kohl

“მილენიუმის” ჯგუფის მშენებარე სასტუმრო

Millenium Hotel, Current project

“მილენიუმის” ჯგუფის მშენებარე სასტუმრო

Millenium Hotel, Current project

“მილენიუმის” ჯგუფის მშენებარე სასტუმრო. ჭრილი

Millenium Hotel, Current project. Section

იმელის შენობა რუსთაველის პროსპექტზე თბილისში სოციალისტური კლასიციზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. 1933 წელს ჩატარდა დახურული კონკურსი ცნობილი საბჭოთა არქიტექტორების, ი. ფომინის, ვ.კოკორინის, ნ.სევეროვის, კალაშნიკოვის, ა.ვლასოვის და ა.შჩუსევის მონაწილეობით. გაიმარჯვა შჩუსევის პროექტმა. მშენებლობა 1934 დან 1938 წლამდე გაგრძელდა. ისტორიული, არქიტექტურული და მხატვრული თვალსაზრისით ამ შენობის ღირებულება უდაოა – მისი ავტორი მსოფლიოში ცნობილი რუსი საბჭოთა არქიტექტორია, რომელმაც დიდი და კონტრასტებით აღსავსე შემოქმედებითი გზა განვლო. მისი პროექტებით აშენებულია მართლმადიდებლური ეკლესიები, კონსტრუქტივიზმის შესანიშნავი ნიმუშები, ლენინის მავზოლეუმი წითელ მოედანზე და სტალინური საბჭოთა კლასიციზმის ნიმუშები სხვადასხვა რესპუბლიკაში, რომლებიც „ფორმით ნაციონალური, შინაარსით კი სოციალსტური“ უნდა ყოფილიყო. ასეთია თბილისის იმელიც. სამნაწილიანი, სიმეტრიული შენობის მთავარი შესასვლელი ფასადის ცენტრშია მოთავსებული. ამავე ღერძზეა ნახევრადწრიული ფორმის დარბაზიც. შენობის გვერდითა ფრთები მკაფიოდ არის გამოყოფილი ცენტრალური ნაწილისგან. მთავარი ფასადი სტალინისტური არქიტექტურის ტიპიური ნიმუშია. უკანა ფასადი კი კონსტრუქტივიზმის ხასიათს ატარებს. შენობის ექსტერიერებიც და ინტერიერებიც მდიდრულად არის შემკული ძველი ქართული არქიტექტურული დეკორის ელემენტებით, ზედაპირები მოპირკეთებულია სხვადასხვა ქართული მარმარილოებით და ბოლნისის ტუფით. რაოდენ ეკლეკტიკურიც არ უნდა იყოს ეს ნაზავი, მთლიანობაში იმელის შენობა ერთიან ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ის საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ერთ-ერთ მაგალითადაც იქცა.  აბრევიატურა “იმელ” რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს “ინსტიტუტ მარქსა, ენგელსა, ლენინა”, შემდგომში მას სტალინის სახელიც მიემატა და “იმელს” დაერქვა, ცოტა ხნის შემდეგ კი სტალინი და ენგელსი მოშორდა და უბრალოდ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი დარჩა. შემდეგ წლებში ასეთივე სიხშირით იცვლებოდა მისი მფლობელები და ფუნქციები.

სანამ იმელში 1995 წელს საქართველოს კონსტიტუციური სასამართლო განთავსდებოდა, 1992-1995 წწ აქ მუშაობდა საქართველოს პარლამენტი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. მანამდე კი, 1990 წელს, მთავარ ფასადს ჩამოამტვრიეს იაკობ ნიკოლაძის ბარელიეფები. არასრულად, მაგრამ შემორჩენილია თამარ აბაკელიას ბარელიეფი შენობის ფრიზზე. კამათი იმის შესახებ, უნდა განადგურდეს თუ არა საბჭოთა სიმბოლიკა არქიტეტურულ ნაგებობებზე, თუ ის უნდა შევინარჩუნოთ, როგორც ერთიანი ძეგლის განუყოფელი ნაწილი, იმელის შემთხვევაშიც არ კარგავს აქტუალობას.

2007 წელს, კულტურის მაშინდელი მინისტრის, გ.გაბაშვილის ხელმოწერით კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოღებული იმელი სტატუსის მოხსნიდან ერთ კვირაში კომპანია “კაპიტალ ინვესტზე“ გაიყიდა. პროექტი, რომელიც სასტუმრო კემპინსკისთვის რობ კრიერისა და ქრისტოფ კოლის მიერ იყო გაკეთებული, ითვალისწინებდა იმელის შენობის მხოლოდ მთავარი ფასადის შენარჩუნებას და არ აქცევდა ყურადღებას მის ისტორიულ ღირებულებას. შენობის ნგრევა ნებართვის გარეშე დაიწყო, თუმცა მშენებლობა არასდროს არ დაწყებულა, რის შემდეგაც, სახურავგადახდილი, გაძარცვული, ნახევრად დანგრეული შენობა 2008 წელს ახალი მფლობელის, “დაბი ჯგუფის” ხელში გადავიდა. 2011 წელს ქალაქის მერიამ გასცა მშენებლობის უფლება „მილენიუმის“ ჯგუფის სასტუმროს ასაშენებლად, რომელიც 34 სართულიან ცათამბრჯენს წარმოადგენს.

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ქართველი არქიტექტორი მ. ჩხიკვაძე, იმელის შესახებ სტატიაში წერდა: „თბილისის პირობებში არქიტექტორი ყოველთვის იძულებულია გაითვალისწინოს ხედი, რომელიც მის შენობაზე იშლება როგორც მთაწმინდიდან, ასევე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებიდან. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღებით არის შესამუშავებელი სახურავების სისტემა და შენობის მთლიანი მოცულობის კომპოზიცია“.

პროექტი, რომელიც ახლა დიდი სისწრაფით ხორციელდება, არ შეესაბამება გარემოს. ამ ცათამბრჯენის „მთლიანი მოცულობის კომპოზიცია“ სრულიად ამოვარდნილია მასშტაბიდან. ის დააზიანებს არა მარტო ხედებს სხვადასხვა სანაპიროებიდან და მთაწმინდიდან, არამედ მთლიანად რუსთაველის პროსპექტს, როგორც ერთიან არქიტუქტურულ ანსამბლს. სამუდამოდ დაიკარგება არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არამედ თბილისის მთავარი ქუჩის დ მთელი ისტორიული ქალაქის განსაკუთრებული ატმოსფერო.

Comment

Your email address will not be published.

პაპუნა ძიძიგური

5.06.2014 15:41

ველურობის, უმეცრების, ვანდალიზმის აპოთეოზი, არცერთი ეს ეპითეტი საკმარისად არ მიმაჩნია იმ უმსგავსობის შესაფასებლად, რაც “იმელ”ის ირგვლივ ხდება. ერთის მხრივ ის მთრგუნავს, რომ ნგრევის (მშენებლობას ამას ვერ ვუწოდებ) პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ არა ნაკლებ დამთრგუნველია ის, თუ როგორ არ აწუხებს ეს, ან ვერ ხედავს ამას თბილისის საზოგადოება; რომ ეს ყველაფერი ჩვენი ხელით კეთდება, თან ვისი ხელით? ვისაც პრეტენზია აქვს თავის თავს კულტურული უწოდოს, ვინც თავის თავს უფლებას აძლევს სხვას ელაპარაკოს კულტურის განვითარებაზე, ტენდენციებზე, მემკვიდრეობის დაცვაზე. მძიმე სურათია. ნეტავ ამ გამოცოცხლებამ რაიმე შედეგი გამოიღოს. იქნებ არ შეიქმნას საქმე უიმედოდ?

Answer

Rob Krier

18.12.2015 18:11

what a shame… for the city and for our profession as architects.
We, as the first designers, wanted to preserve as much as possible inside as well outside from Shchusevs genious design.

Answer

    Tbilisi architecture network Nino Tchatchkhiani

    29.04.2016 17:10

    The best solution was to preserve this building as a cultural heritage and not to sell it to developers.

    Answer