პილასტრის დამავირგვინებელი იონური კაპიტელი აბრეშუმის პეპლის და თუთის ფოთლების გამოსახულებით

Ionic capital crowning pilasters with high relief showing the silk moth Bombyx mori and the mulberry leaves.

რელიეფი აბრეშუმის პეპლით და თუთის ფოთლით

Relief with Bombyx mori and mulberry leaves

მუზეუმის შენობა, თანამშრომლების საცხოვრებელი სახლი, კავკასიის სააბრეშუმო საგურის გენგეგმა

Museum building, the residence house for staff, the master-plan of the Caucasian Silk Station (1887)

აზიასა და ევროპაში მრავალი აბრეშუმის მუზეუმი არსებობს. ისინი, როგორც წესი, ინდუსტრიულ შენობებში, აბრეშუმის ყოფილ ქარხნებში ან ზოგჯერ ახალ შენობებშია განთავსებული. საქართველოს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი მსოფლიოში ერთადერთი აბრეშუმის მუზეუმია, რომელმაც XIX საუკუნეში დაარსeბისთანავე მისთვის საგანგებოდ აშენებულ შენობაში დაიდო ბინა.

არქიტეტურის ისტორიკოსი მაია მანია წერს:

“XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის მასშტაბურ მშენებლობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უთუოდ კავკასიის სააბრეშუმო სადგურის კომპლექსის მშენებლობა იყო. იგი ცნობილი ბუნებისმეტყველის ნიკოლაი შავროვის (1858-1915) თაოსნობით 1887 წელს დაარსდა. კომპლექსის მშენებლობა მისივე უშუალო მონაწილეობით მიხეილის ქუჩის (დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტის) ბოლოში, მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე 1890-1892 წლებში განხორციელდა. კომპლექსი, რომელიც ოდესღაც აერთიანებდა გრენის დასამზადებელ სახლს, აბრეშუმის ძაფის საგრეხ და ამოსახვევ კორპუსს, საჭიე ბინას და სხვა ნაგებობებს, დროთა განმავლობაში განადგურდა. კომპლექსის გამოკვეთილი დომინანტი – მთავარი შენობა კი დღესაც სახეუცვლელი დგას და არქიტექტურული თვალსაზრისით XIX საუკუნის მიწურულის თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ნაგებობად და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად არის მიჩნეული.

კავკასიის სააბრეშუმო სადგურის მთავარი შენობის, ისევე როგორც მთელი კომპლექსის აღმშენებელი, თბილისში მოღვაწე პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩია.

 ალექსანდრე შიმკევიჩი XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის არაერთი, არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეული შენობის ატორია. ა, შიმკევიჩის საზოგადოებრივი თუ საცხოვრებელი დანიშნულების შენობები თბილისში სტილისტური  მრავალფეროვნებით ხასიათდება.  სასამართლო პალატისა და საოლქო სასამართლოს შენობა, სამუსიკო სკოლa (ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია), საარტისტო წრe (რუსთაველის თეატრი, არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად), ანდრეოლეტის საცხოვრებელი სახლი და სხვა არქიტექტორ ა. შიმკევიჩის მნიშვნელოვანი ნამუშევრებია.

აბრეშუმის მუზეუმის მთავარ შენობას ქვის მაღალ ცოკოლზე მდგომი  შეულესავი წითელი აგურის ფასადები აქვს, შუა რიზალითზე მიდგმული ძლიერად შვერილი  პორტიკი და ცენტრალური ნაწილის დამასრულებელი მანსარდა კი შენობას მონუმენტურობას სძენს  და გამოარჩევს მიმდებარე განაშენიენბისგან.

სტილისტური თვალსაზრისით ნაგებობა მრავალი ტრადიციის შერწყმის შედეგია. შენობის ფასადები ითავსებს ე.წ. “რუსული სტილის”, კლასიცისტურ თუ გოთურ და ისლამურ ფორმებს.

 აღსანიშნავია ინტერიერის მორთულობა, რომელიც კლასიკური არქიტექტურის არქიტექტურულ მორთულობასთან ერთად, აბრეშუმის თემაზე მისადაგებულ ნაძერწ ელემენტებსაც შეიცავს – ფრიზი, კარნიზი, პილასტრი, კაპიტელი – ხან თუთის ფოთლით, ხან აბრეშუმის ჭიით, ხან პარკითა თუ ჭუპრით არის გამოძერწილი. 

აღნიშვნის ღირსია ასევე მუზეუმის საგამოფენო დარბაზსა და ბიბლიოთეკაში ალექსანდრე შიმკევიჩის ესკიზებით დამზადებული, თავდაპირველი სახით შემონახული ავეჯი.  სწორედ აღნიშნული ინტერიერი აახლოვებს შიმკევიჩისეულ ნაგებობას საყოველთაოდ ცნობილ Gesamtkunstwerk-ის იდეასთან.

აღწერილი შენობა მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებისა და მკვეთრი ურბანული მნიშვნელობის მატარებელი ნაგებობაა.” 2007 წ.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი თავისი შენობით, ინტერიერის მორთულობით, ავეჯით და ღირსშესანიშნავი კოლექციით მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმების ერთიანი ქსელისგან გამოუყოფელია.

თბილისის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დაცვა და შენარჩუნება გარდაუვალი აუცილებლობაა.

Comment

Your email address will not be published.

Alexander

4.03.2017 22:57

Great pictures! i am impressed!!

Answer