The project site sits directly opposite Rose Revolution square in the heart of the city, bridging a gentle curve in the Kura river. Site plan showing the site within Tbilisi © Benjamin Wells

Both the programme and corresponding architectural proposal can be understood as a composition of parts, informed by Tbilisi’s existing urban identities and typologies as well as the ideals of the various groups it represents. As an ensemble of distinct parts, the project becomes a basis for the formation of the city at large by representing some of the variation central to both the city and its citizens. Gradients of political intensity © Benjamin Wells

The proposed pedestrian bridge is directed into the centre of the building, dispersing visitors to a spectrum of public functions. View from Rose Revolution Square © Benjamin Wells

The project is as much a piece of urban infrastructure as it is a working organisation, and the project centres around the thresholds between these polarities. They converge spatially within a central circulation core, where multiple public and organisational routes intersect. Physical model, 1:50 © Benjamin Wells

Whilst the central hall is maintained as a monumental and contained void, the adjacent forum becomes dense with architectural intervention, focusing political intensity through its form. Section through the Great Hall and Forum © Benjamin Wells

The project resembles a symbolic reclamation of the river front, creating a public park in place of the existing road (which is to be redirected as part of the new Tbilisi masterplan) River Elevation © Benjamin Wells

The introversion of the central hall is maintained, yet it is transformed into a major public promenade which circulates around a scale model of the city - the project’s political concern. Various civic functions are introduced into the surrounding ruin, creating a gradient between the open city and the particular of the organisation’s urban processes. View of the Great Hall © Benjamin Wells

View from the cafe into the Great Hall © Benjamin Wells

Physical model, 1:50 © Benjamin Wells

Another Architecture - panel discussion at ArtArea Gallery © Benjamin Wells

Another Architecture - panel discussion at ArtArea Gallery © Benjamin Wells

ნინო ჩაჩხიანი ესაუბრება ბენჯამენ უელსს მისი პროექტის, Tbilisi City Forum-ის შესახებ.

ნ.ჩ. ბენჯამენ, 2016 წელს თქვენ თბილისში დანიის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიის (არქიტექტურის სკოლა) სტუდენტთა ჯგუფთან ერთად ჩამოხვედით. რა იყო ამ ჩამოსვლის მიზეზი?

ბ.ვ. ჩვენ ჩამოვედით თბილისში, რადგან ეს ქალაქი სპეიფიკური ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების წინაშე დგას. ეს პრობლემები მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ნაშენ გარემოსთან და აისახება მასზე. თბილისის ურბანული გარემოს პლასტიკურობა შესაძლოა მას მოწყვლადს ხდის, მაგრამ, მეორე მხრივ, მას დიდი პოტენციალიც გააჩნია. სწორედ ამ პოტენციალის შესასწავლად ჩამოვედით თბილისში.

ნ.ჩ. თუ შეიძლება, გვიამბეთ ღონისძიება „სხვა არქიტექტურის“ შესახებ…

ბ.უ. ღონისძიება „სხვა არქიტექტურა“(Another Architecture) იყო სამდღიანი გამოფენა-სიმპოზიუმი, რომელიც 2017 წლის მაისში გალერეა „არტარეაში“გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კვლევითი არქიტექტურული პროექტები თბილისისათვის, რომელთა მიზანი ამ საკითხებით დაინტერესებულ რელევანტურ მხარეებთან და გამოფენის სტუმრებთან დისკუსიების ინიცირება იყო. პანელურ დისკუსიაზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემები თბილისთან და მის ურბანულ გრემოსთან დაკავშირებით. დისკუსიების მიზანი კი სამოქალაქო არქიტექტურაში არსებული ვითარების შესწავლა, არქიტექტურული პროექტების წარმავლობის, მოძველების საკითხებისა და არქიტექტორის გამოწვევების განხილვა იყო.

ნ.ჩ. თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც სამაგისტრო ნაშრომის თემად აირჩია თბილისი თავისი პრობლემებით, თუ კიდევ არსებობს პროექტები, რომლებიც თქვენმა დანიელმა მეგობრებმა შეიმუშავეს?

ბ.უ. 2016-17 წლებში პოლიტიკური არქიტექტურის ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, სწავლის პერიოდში ფოკუსირებული იყო თბილისზე. პუბლიკაციის შეძენა, სადაც განთავსებულია მათ მიერ შემუშავებული პროექტები, ესეები და მოსაზრებები, შესაძლებელია ინტერნეტით: http://politicalarchitecture.tumblr.com/

ნ.ჩ. თუ შეიძლება გვიამბეთ თქვენი პროექტის შესახებ…

ბ.უ. Tbilisi City Forum-ი არის თბილისში მიმდინარე ურბანულ პროცესებში ცვლილებების შეტანის მცდელობა არქიტექტურის შეთავაზებით, რომელიც ქალაქმშენებლობის პროცესს კოლექტიურს, დემოკრატიულს გახდის. პროექტში ძირითადი ყურადღება ქალაქის ცენტრში მდებარე გაუქმებულ თბილისის თბოელექტროსადგურს ეთმობა, რომელიც გარდაიქმნება მოქმედ ორგანიზაციად, სადაც ქალაქის განვითარებადი პროექტის გამოვლენა, განსაზღვრა, განსჯა და ახლებურად გააზრება იქნება შესაძლებელი. ეს ამბიციური და სპეკულატური პროექტია, თუმცა მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქის რეალობას და შესაძლებლობებს იყოს მორგებული.

აღნიშნული ორგანიზაციის მიზანი, მისი მთავარი დანიშნულება არის მრავალფეროვანი, განსხვავებული მოსაზრებების თავმოყრა ერთ სივრცეში, სადაც გაიმართება დისკუსიები, დებატები, პრეზენტაციები და ა.შ. ცენტრი ხელს უწყობს ქალაქისათვის იდეებისა და ცოდნის გენერირებას. სადისკუსიო სივრცეების არსებობა საშუალებას მოგვცემს ამ საკითხების იგვლივ გაიმართოს დებატები და მოლაპარაკებები, რის საფუძველზეც დაიგეგმება მომდევნო აქტივობები. იქნება რამდენიმე საგალერეო და საგამოფენო სივრცეც, სადაც აღნიშნულ თემებზე ფართო საზოგადოებისათვის მოეწყობა პრეზენტაციები. დაინტერესებული პირების მრავალფეროვანი ქსელის შეკავშირებით პროექტი მიზნად ისახავს ქალაქმშენობლობის პროცესის დემოკრატიზაციას და ამის მეშვეობით გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას როგორც ქალაქის, ისე მისი მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ.

პროექტი თბილისის ცენტრალურ ნაწილშია. ის ითვალისწინებს თბილისის ყოფილი თბოელექტროსადგურის შენობის რეგენარაციას და მის ვარდების რევოლუციის მოედანთან დაკავშირებას. ორგანიზაციას განსაზღვრავს არქიტეტურა, რომელიც შეიძლება წამოვიდგინოთ, როგორც ცალკეული ნაწილებისგან შედგენილი კომპოზიცია, რომელიც როგორც ანსამბლი, საკუთრივ ქალაქის მოდელს წარმოადგენს მთელი მისი კონფლიქტებით და მრავალფეროვნებით. ახალი საფეხმავლო ხიდით ვარდების რევოლუციის მოედანი პირდაპირ უკავშირდება ყოფილი თბოელექტროსადგურის მთავარ დარბაზს, სადაც ქალაქის მაკეტია განთავსებული. პროექტი ასევე აჩვენებს კავშირს მდინარესთან, რაც მას კიდევ უფრო მეტად აქცევს ურბანული სტრუქტურის ნაწილად. მთლიან ურბანულ სტრატეგიაში განთავსებული რთული არქიტექტურული კომპოზიცია მიზნად ისახავს შენობის გაერთიანებას ორგანიზაციის ყურადღების ობიეტთან – ქალაქთან.

Tbilisi City Forum-ი იკვლევს, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ნაგებობა რეპრეზენტატულად ასახავდეს საზოგადოებას და მისთვის ჭეშმარიტად ხელმისაწვდომი და მოქმედი იყოს. პროექტი ამას დანგრეული ნაგებობის აღდგენით ახორციელებს, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელია საქალაქო არქიტექტურის რეინტერპრეტაციით, აგნოსტიკური პოლიტიკური პროცესების კურირებითა და ქალაქის პროექტის ახლებური გააზრებით.

ნ.ჩ. Tbilisi City Forum-ი ძალზე ნაცნობი იდეაა ჩემთვის. სწორედ ამიტომ ვარ ასე დაინტერესებული თქვენი პროექტით. 2011 წელს თავად ვეცადე დამეარსებინა თბილისის არქიტექტორული ფორუმი. მქონდა იდეა, შემექმნა სივრცე, სადაც გაიმართებოდა შეხვედრები, გავცვლიდით მოსაზრებებს და ვიბრძოლებდით ჩვენი ქალაქის გადასარჩენად, რომელიც თანდათნობით ქრება. თუმცა, ჩემს წარმოდგენაში ეს უფრო ვირტუალური სივრცე იყო და არასოდეს მიფიქრია მისი დაკავშირება კონკრეტულ არქტიტექტურულ ნაგებობასთან.

თქვენს აბსტრაქტში წერთ – „ურბანიზმის რეპოლიტიზაციისთვს საჭიროა არსებობდეს არენა, სადაც შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების შეპირისპირება და მათი წარმართვა პროდუქტიული შედეგის მისაღებად – სწორდედ ამას გულისხმობს არქიტექტურული პროექტი“.

ფაქტია, რომ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ურბანული პოლიტიკა იმართებოდა დეველოპერების მიერ, რომელთაც მოგების გარდა სხვა მიზანი არ გააჩნდათ. ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიზებული პროცესი იყო, რადგან რეგულაციების არქონა ან ცუდი პოლიტიკა ეს უკვე თავისთავად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

რამდენად არის შესაძლებელი, რომ ერთმა ადგილმა, ერთმა არენამ, რომელიც ნებისმიერ არქიტექტურულ გარემოში იქნება განთავსებული, არსებული მდგომარეობა შეცვალოს?

ბ.უ. სავსებით ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რეგულაციების არქონა არის პოლიტიკური (და ეკონომიკური) გადაწყვეტილება, მაგრამ საკითავი ისაა, ვის აქვს მინიჭებული უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამ გადაწყვეტილების მიღებაში. აღნიშნული პროექტი ემყარება იმ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ქალაქის მმართველობის დემოკრატიული ფორმა უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის ჩართულობას მართვის პროცესში. ის საშუალებას იძლევა ნებისმიერი მოქალაქის მოსაზრება იყოს მოსმენილი და გათვალისწინებული. შეიძლება ჯერჯერობით ეს იდეალისტურად ჟღერდეს. როგორც ჩანს, მმართველობის სისტემები თბილისში განსაკუთრებით არის ფრაგმენტირებული. არსებობს მხოლოდ რამდენიმე დაინტერესებული მხარე, რომელიც ძირითადად იზოლირებულად მოქმედებს. მერიას არ აქვს კონტაქტი აქტიურ მოქალაქეებთან, აქტივისტურ ჯგუფებთან და, ასევე, დეველოპერებთან. თუ იარსებებს სპეციალური სივრცე, სადაც მოხდება ამ სხვადასხვა ჯგუფების აღრიცხვა, შესწავლა, დაცული იქნება მათი წარმომადგენლობითობა და ხელი შეეწყობა მათ შორის მედიაციის პროცესს, შესაძლებელი გახდება არსებული განსხვავებების გამოვლენა და მათი წარმართვა პროდუქტიულ რეზულტატებზე. აქედან აღმოცენდება ცოდნის ბაზა, ქალაქის განვითარებისა და საზოგადოებრივი აზრის სტანადრტი, რაც, თავის მხრივ, ქალქის სამომავლო გეგმებისათვის შეუფასებელი მონაპოვარი იქნება.

ალბათ მერიის როლის გაზრდა, რომ ის უფრო გამჭვირვალე და პოლიტიზებული (საზოგადოების უფრო ფართო ნაწილის ჩართულობით) იყოს, მათ საქმიანობას ნაკლებად ცენტრალიზებულს, უფრო ეფექტიანს და მდგრადს გახდის, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს გავლენა მოახდინონ საკუთარი ქალაქის განვითარებაზე და წინააღმდეგობა გაუწიონ ქალაქის უკონტროლო განვითარებას.

ნ.ჩ. თქვენ, თქვენი პროექტისათვის, აირჩიეთ თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო შესანიშნავი ობიექტი. როგორ მიუდექით მას?

ბ.უ. გაუქმებული თბოელექტროსადგური, რომელიც ვარდების რევოლუციის მოედნის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, საოცარი ადგილია არქიტექტურული კვლევისათვის. უპირველეს ყოვლისა, ის შთამბეჭდავია თავისი მასშტაბითა და მონუმენტურობით. პროექტს არ გააჩნია განსაკუთრებული პოზიცია კონსერვაციის, რეკონსტრუქციის ან განვითარების მხრივ, არამედ გვთავაზობს ინტერვენციების ფართო სპექტრს. მთავარი დარბაზი შენარჩუნებულია როგორც მონუმენტური სიცარიელე. გათვალისწინებულია მხოლოდ ფრთხილი ჩარევა, რაც მას მოქალაქეებისთვის სასეირნო ადგილად (პრომენადად) გადააქცევს და მისი არქიტექტურული პოტენციალი ყურადღების მიღმა არ დარჩება. შენობის სხვა ნაწილები ნაკლები სიფრთხილითაა დამუშავებული – შენარჩუნებულია მათი სტრუქტურისა და ფორმის ელემენტები, მაგრამ, ამავდროულად, განხორციელებულია ახალი, თამამი ინტერვენციები. სხვა ადგილას პროექტი ითვალისწინებს სრულიად ახალ კონსტრუქციებს ძველისა და ახალის შეხამებით და რთული, მრავალდონიანი არქიტექტურული გადაწყვეტის შემუშავებით. ინტერვენციის ასეთი სპექტრი პროექტს საშუალებას მისცემს არსებულ ურბანულ გარემოში ორგანულად ჩაჯდეს, თუმცა ეს, ამავდროულად, ქალაქმშენებლობაში გაბედული ახალი მიდგომის სიმბოლო იქნება.

ნ.ჩ. თქვენი კვლევა ახლა უკვე დასრულებულია. ვხედავ, რომ პროექტი ძალიან წარმატებულია. რა მიზნები გაქვთ უახლოეს მომავალში? როდესმე ჩახვალთ კიდევ საქართველოში? გყავთ იქ მეგობრები?

ბ.უ. მე და რამდენიმე ჩემი კოლეგა ვმუშაობთ პუბლიკაციაზე – „თბილისის პოლიტიკური არქიტექტურა“, რომლის მიზანია დიალოგის გაგრძელება თბილისთან და მის ურბანულ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს მეგობრებთან თბილისში იმ იმედით, რომ შესაძლებლობა გვექნება იქ წარვადგინოთ და განვიხილოთ ჩვენი პროექტები უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე – მოვისმინოთ კრიტიკული მოსაზრებები და განვავითაროთ ახალი იდეები. იმედი გვაქვს, რომ მუდმივი კულტურათაშორისი თანამშრომლობა სარგებლობას მოუტანს როგორც თბილისს, ასევე დანიას და სხვა ქვეყნებსაც.

ნ.ჩ. მინდა მჯეროდეს, რომ თქვენი პროექტი, ერთ მშვენიერ დღეს, რეალობად იქცევა. წარმატებებს გისურვებთ. ასევე, წარმატება მინდა ვუსურვო თქვენს პროექტსა და თბილისს. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

ბ.უ. მეც ამის დიდი იმედი მაქვს. ასევე, მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ინტერესისთვის, კომენტარებისა და პროექტის გაზიარებისთვის.

Comment

Your email address will not be published.