Archive for October, 2013

იმელის შენობა

Posted on October 29th, 2013 by Nino Tchatchkhiani

იმელის შენობა რუსთაველის პროსპექტზე თბილისში სოციალისტური კლასიციზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. 1933 წელს ჩატარდა დახურული კონკურსი ცნობილი საბჭოთა არქიტექტორების, ი. ფომინის, ვ.კოკორინის, ნ.სევეროვის, კალაშნიკოვის, ა.ვლასოვის და ა.შჩუსევის მონაწილეობით. გაიმარჯვა შჩუსევის პროექტმა. მშენებლობა 1934 დან 1938 წლამდე გაგრძელდა. ისტორიული, არქიტექტურული და მხატვრული თვალსაზრისით ამ შენობის ღირებულება უდაოა – მისი ავტორი მსოფლიოში ცნობილი რუსი საბჭოთა არქიტექტორია, რომელმაც დიდი და […]