Archive for September, 2016

ვენეციის ბიენალე 2016

Posted on September 8th, 2016 by Nino Tchatchkhiani

15-ე არქიტექტურული ბიენალეს კურატორის, ჩილელი არქიტექტორის, ალეხანდრო არავენას მიერ ბიენალეს სიმბოლოდ არჩეული სურათი ასახავს შუა უდაბნოში, გასაშლელი კიბის ზედა საფეხურზე მდგომ ქალს, რომელიც რაღაცას აკვირდება. ბრუს ჩეთვინის მიერ გადაღებულ ფოტოზე გერმანელი არქოლოგი მარია რაიხე სამხრეთ ამერიკის ნაზკას უდაბნოს გადაჰყურებს. მიწაზე მდგომ ადამიანთან შედარებით, რომელიც უაზროდ დაყრილ ქვებს ხედავს, კიბის სიმაღლიდან მას სულ სხვა სურათი ეშლება […]