8-23-VI არის მონოქრომული პავილიონი, რომელიც დაპროექტდა მიკრორაიონ გლდანის 8-ე კვარტალის, 23-ე კორპუსის, VI სადარბაზოს  მაცხოვრებელთათვის. 8-23-VI თბილისის არქიტექტურულ ბიენალესთან თანამშრომლობის შედეგადაა Შერჩეული.

Არქიტექტურული კოლექტივის, Medium-ის მიერ დაპროექტებული, ბიენალეს დროებითი ფორმატის ფარგლებში განახორციელებული მუდმივი პავილიონი, პერიმეტრზე განლაგებული მბრუნავი პანელებით, 23-ე კორპუსის ნახევრად-კერძო საცირკულაციო ტერიტორიასა და მის გარეთ არსებულ საზოგადოებრივ სივრცეს შორის კავშირის გაძლიერებას უწყობს ხელს.

გლდანის მიკრორაიონისთვის ერთ დროს დაპროექტებული, მაგრამ რეალურად მივიწყებული საზოგადოებრივი სივრცის კონტექსტში განხორციელებული ეს პროექტი ააქტიურებს ამ სივრცეს, როგორც საერთო სარგებლობისთვის გამოსაყენებელ ტერიტორიას და კითხვის ქვეშ აყენებს პოსტ-საბჭოთა საქართველოში ჩამოყალიბებულ საკუთრებისა და ინდივიდუალობის განმსაზღვრელ ნორმებს.

მბრუნავი პანელებით აწყობილი დასაკეცი კედლები შესაძლებელს ხდის, რომ პავილიონი უწყვეტად გარდაიქმნას კერძო ოთახიდან ღია საზოგადოებრივ სივრცედ და ახლებურად განსაზღვრავს ურთიერთობას საჯაროსა და კერძოს შორის. ტრანსფორმირებისა და ურთიერთქმედების თვისებების მქონე მბრუნავი პანელები ეხმიანება გლდანში არსებული მრავალრიცხოვანი ავტოფარეხისა და მიშენების დროს გამოყენებულ სივრცეების მითვისების სტრატეგიებს, მაგრამ სვამს მათ კოლექტიური პრაქტიკის ჩარჩოში.

თითოეული პანელი ტრიალებს ფიქსირებული ღეძის გარშემო ბურთულასაკისრიანი მექანიზმის დახმარებით. პანელის ზედაპირები გადახურვის გოფრირებული ფურცლებისგანაა, რომელთა შეერთების კიდეებზე სახელურები იქმნება. პავილიონში გამოყენებულია ყოველდღიური, ნაცნობი მასალები, მაგრამ ისინი საინტერესოდაა წარმოჩენილი კომპოზიციისა და აწყობის განსაკუთრებული მეთოდების გამო.

პავილიონის პერიმეტრს მიყვება ხის ფიცრებით დაფარული ბლოკებით აგებული პლინთუსი, რომელიც შემოსაზღვრავს მრავალნაირად გამოსაყენებელ სივრცეს. ცისკენ გახსნილი ცენტრალური სივრცის კიდეები ამ ზღვარს უფრო მეტად უსვამს ხაზს, ხოლო ცოკოლის ცვალებადი სიმაღლეები უზრუნველყოფს ადაპტაციისა და გამოყენების სხვადასხვა ფორმას.
8-23-VI კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საჯაროსა და კერძოს თემატიკას, რათა შექმნას ახალი საერთო სივრცე 23ე კორპუსისთვის არქიტექტურული მედიუმის დახმარებით, რომელიც შეიცავს ტრანსფორმაციასა და კოლექტიურობას.

8-23-VI პავილიონი განხორციელდა ევროკავშირის კრეატიული ევროპის პროგრამისა და დანიის სამეფო სამხატვრო აკადემის / პოლიტიკური არქიტექტურა: კრიტიკული მდგრადობა, მხარდაჭერით
Შერჩეული თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მიერ
Კონსტრუქცია – ალლ-პ მეტალ / ზვიად ჩაჩანიძე
Ადგილობრივი კოორდინატორი – ნიკუშა ლომიძე

Medium არის კვლევითი და დიზაინ კოლექტივი, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით. მედიუმი ორიენტირებულია პოლიტიკას, საზოგადოებასა და შენობებს შორის გადაკვეთის წერტილებზე.

Მედიუმის ნამუშევრებს შორისაა კვლევითი და დიზაინ პროექტები თბილისში, კოპენჰაგენში, ლონდოსა და სეულში. Მედიუმი თანამშრომლობდა თბილისის არქიტექტურის ბიენალესთან, არქიტექტურულ ფესტივალთან, დანიის სამეფო სამხატვრო აკადემიასთან და არქიტექტორთა მსოფლიო კონგრესის საერთაშორისო კავშირთან. Მედიუმი იყო კურატორი სხვა არქიტექტურის – გამოფენა და სიმპოზიუმი რომელიც გაიმართა თბილისში, და მათ პუბლიკაციებს შორისაა პოლიტიკური არქიტექტურა: თბილისი.

 

Comment

Your email address will not be published.