The Caucasian jubilee exhibition of agricultural and industrial products of 1901. Masterplan of the site and most of pavilions by architect Alexander Szymkiewicz (1858-1907). Pavilion "Panorama of the black city Baku", Brothers' Nobel Company. Sculptures by Jakob Nikoladze (1876-1951). ©Shalva Amiranashvili State Art Museum
Residential house, 1914. 3a Ia Kargareteli Street, Tbilisi. Architect Micheil Ohanjanov
Building of Tbilisi Mutual Credit Society (Later Republican Office of the State Bank), 1913, 3 Giorgi Leonidze Street, Tbilisi. Architect Micheil Ohanjanov (1870-1916).
First Credit Society Building. 3 Freedom Square, Tbilisi. Built in 1870th by architect Albert Zaltsmann (1833-1897). Reconstruction of second floor interior done in Art Nouveau style in 1903. Architect unknown
First Credit Society Building. 3 Freedom Square, Tbilisi. Built in 1870th by architect Albert Zaltsmann (1833-1897). Reconstruction of second floor interior done in Art Nouveau style in 1903. Architect unknown
Micheil Ohanjanov house, 1910th. 16 Giorgi Mazniashvili Street, Tbilisi. Architect M. Ohanjanov
Residential house, 1910th. 3 David Toradze Street, Tbilisi. Rear facade. Architect unknown
Residential house, 1910th. 21 Shota Rustaveli Av. Tbilisi. Architect unknown
Entrance hall of residential house. 6 St. Abo Tbileli Street, Tbilisi. Architect unkown
Entrance hall of residential house. 6 St. Abo Tbileli Street, Tbilisi. Architect unkown
Residential house, 1910th. 133 David Agmashenebeli Av. Tbilisi. Architect unknown
David Sarajishvili house (Writers' House), 13 Ivane Matchabeli Street. Tbilisi. 1905. Architect Karl Zaar (1849-1924).
David Sarajishvili house (Writers' House), 13 Ivane Matchabeli Street. Tbilisi. 1905. Architect Karl Zaar (1849-1924).
David Sarajishvili house (Writers' House), 13 Ivane Matchabeli Street. Tbilisi. 1905. Architect Karl Zaar (1849-1924). Woodwork details by carpenter Ilia Mamatsashvili
Residential house, 1910th. 18 Leo Kiacheli Street, Tbilisi. Architect unknown
ევროპაში მე -19 საუკუნის ბოლოს დამკვიდრებული ახალი სტილი სხვადასხვა სახელით გავრცელდა: არტ ნუვო, იუგენდშტილი, ლიბერტი, სეცესიონ, მოდერნიზმი და ა.შ. საქართველოში მას მოდერნის სტილს უწოდებენ.
1901 წელს, 7 წლის შემდეგ, რაც ბრიუსელში არქიტექტორ ვიქტორ ჰორტას მიერ პირველი მოდერნის შენობა – სასტუმრო ტასელი – შეიქმნა, ეს სტილი თბილისშიც ვრცელდება. 1901 წლის კავკასიის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძმები ნობელების პავილიონი, რომელიც ქართველი ხელოვანის, იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი ქანდაკებებით იყო გაფორმებული. თბილისში და საქართველოს სხვა კუთხეებშიც მოდერნი სწრაფად გავრცელდა. ამ სტილის საცხოვრებელი სახლები დააპროექტა თბილისში სიმონ კლდიაშვილმა (1865-1920) 1902 წელს რომის ქუჩაზე N4, ხოლო გრიგოლ ქურდიანმა (1873-1957) 1904 წელს ნინოშვილის ქუჩაზე N28.
ქართველმა ხელოსნებმა ინტერნაციონალური ხასიათის მოდერნი ეროვნული და ტრადიციული ელემენტებით გაამდიდრეს. ხის აივნებით შემკული საცხოვრებელი სახლების უკანა ფასადები – ევროპულისა და ტრადიციულის თანაარსებობის საუკეთესო მაგალითი და ქართული მოდერნის საინტერესო ნიშანია. მოდერნმა საქართველოში ისეთი ნიშნებიც შეიძინა, სხვაგან რომ იშვიათად გვხვდება. ადრე აშენებული შენობებს, მოგვიანებით რეკონსტრუქცია მოდერნის სტილით უტარდებოდა
შთამბეჭდავია საქართველოს მოდერნის შენობების ფუნქციური მრავალფეროვნება. საცხოვრებელი სახლებისა და ბანკების გარდა არსებობს მოდერნის სტილის საავადმყოფო, სამშობიარო სახლი, კონსერვატორია, ბიბლიოთეკა, ვაგონების საცავი, ლომბარდი, სასადილო, სასაკლაო, სასათბურე მეურნეობა; აგრეთვე სხვადასხვა სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაღაზიები, ქარხნები, თეატრები და კინოთეატრები. ქვეყნის პირველ თბოელექტროსადგურთან და მაგნიტურ ობსერვატორთან ერთად აშენდა მოდერნის თამბაქოს გადამამუშავებელი ქარხანა. ყველა მათგანი დღემდე არსებობს. ზოგიერთ ისტორიულ სასაფლაოზე მოდერნის შესანიშნავი მემორიალური ძეგლებია დაცული.
და მაინც, რა იყო მოდერნის ის განსაკუთრებული თავისებურება, რამაც ასე შთააგონა საქართველოს ხელოსნები, არქიტექტორები და შენობათა მფლობელები? უპირველეს ყოვლისა, მოდერნი დაეხმარა საქართველოს ევროპის თანამედროვე კვალზე ევლო და საკუთარი ავთენტური არქიტექტურით ევროპულ ქვეყნებთან თანაბარუფლებიანი შემოქმედებითი დიალოგი ეწარმოებინა.
თათარაშვილი ნ. მოდერნი თბილისში – გზამკვლევი, რუკა და მარშრუტები. 200 ფურცელი. „პრემიერ ვიდოპრეს ტვ“. თბილისი, 2008 (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
მთავარი ფოტო: გიორგი ქართველიშვილის სახლი, 1902წ. რომის ქ. N4, თბილისი. არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი (1865-1920).
Nicola Maurizio Palumbo
6.06.2021 09:23That underlined the nearness of Georgia to the European Countries, also, enriching the original European Art Nouveau with new elements from the Georgian typical culture.
Answerジョージア旅行 トビリシ独特のヨーロッパ風の街並み | しろくろめがね
13.07.2022 05:01[…] TBILISI ARCHITECTURE NETWOEK; ART NOUVEAU IN TBILISI […]
Answer