მირზა შაფის ქუჩა სეიდაბადში, თბილისის აბანოთუბანში, თაბორის მთის ძირში მდებარეობდა. თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა კლდის რელიეფს მიყვებოდა, რაც მის ორგანულ ფორმას განაპირობებდა. ეს ქუჩა ძველი თბილისისთვის ყოველმხრივ განსაკუთრებული იყო. ჩვენამდე მოღწეული, ძირითადად 19-ე საუკუნის ბოლოს, 20-ე საუკუნის დასაწყისში აშენებული საცხოვრებელი სახლები კლდეზე შეფენილ, ტერასულ განაშენიანებას ქმნიდნენ, რომელიც 19-ე საუკუნეზე უფრო ადრინდელი, თბილისისთვის დამახასიათებელი ბანიანი სახლების არსებობაზე მიგვანშნებდა. ქუჩის სხვადასხვა დონეები კიბეებით იყო დაკავშირებული. იმის გამო, რომ შენობები ქუჩის მხოლოდ ერთ მხარეს იდგა, აქედან საოცარი ხედი იშლებოდა ძველ ქალაქზე.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ამ ქუჩის მხოლოდ ორი სახლი იყო აღრიცხული (სახლი ნომერი 16, იგივე ძეგლი ნომერი 1022 და სახლი ნომერი 8, იგივე ძეგლი ნომერი 1023) თუმცა კორექტული იქნებოდა, რომ მირზა შაფის ქუჩა თავის სიძველის, რელიეფის, ფორმის, განაშენიანების ისტორიული მნიშვნელობის, აქედან გაშლილი ხედების თუ აქ მცხოვრები მუსულმანული აღმსარებლობის თბილისელების კულტურის შენარჩუნების აუცილებლობის გამო მთლიანად, როგორც ერთიანი კომპლექსი, ძეგლად ყოფილიყო აღიარებული, დაცვის საგანი გამხდარიყო, გამაგრებულიყო დაზიანებული შენობები, გაკეთებულიყო მათი რეკონსტრუქცია საერთაშორისო ნორმების დაცვით და თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით, შენარჩუნებულიყო უბნის სიცოცხლისთვის აუცილებელი და მისგან განუყოფელი მოსახლეობა.

2009 წელს მირზა შაფის ქუჩიდან იძულებით გამოასახლეს მაცხოვრებლები, დაანგრიეს ყველა შენობა და დაიწყეს ქუჩის და უბნის ბუნებრივი საზღვრის -კლდის ნგრევა, რომელსაც ადგილი უნდა დაეთმო ახალი, მრავალქუჩიანი, მრავალსახლიანი განაშენიანებისთვის.

ქალაქ თბილისმა სამუდამოდ დაკარგა განსაკუთრებული მნიშვნელობის ურბანული კომპლექსი – მირზა შაფის ქუჩა, ოფიციალურად აღიარებული ორი კულტურის მემკვიდრეობის ძეგლი, თბილისელთა ეთნიკურ-კულტურული ჯგუფი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა აქ და მათი რელიქვია ეგრეთ წოდებული “სურდოს ქვა”.

Comment

Your email address will not be published.

მერაბ სეფაშვილი

22.05.2015 19:31

ესე იგი, 19-ე და 20-ე არა, მე-19 და მე-20 და რელიქვია არა, რელიკვია!!!!

Answer

    Tbilisi architecture network Nino Tchatchkhiani

    6.07.2015 10:25

    მადლობა, მაგრამ სად დაინახეთ რელიკვია?

    Answer

      ზვიადი

      8.01.2018 09:34

      უკაცრავად, მაგრამ თითქმის 2 წლის ეინ დაწერილი კომენტარების შემდეგ, შეცდომის გამოსწორება ურიგო არ იქნებოდა. თქვენ გინდათ, რომ სტატიებს ხალხი კუთხულობდეს და ამასთან ერთად ამ სტატიების გამართულად წერა არ გსურთ. უცნაურია.

      Tbilisi architecture network Nino Tchatchkhiani

      2.02.2018 01:11

      უკაცრავად, მაგრამ რა კონკრეტული შეცდომების გასწორებას ელით ორი წელი?

სალომე

3.12.2018 17:52

ძალიან კარგადა და ლაკონურად არის აღწერილი.

Answer