საერთაშორისო ქარტია ისტორიული ქალაქების და სხვა ურბანული სივრცეების დაცვასთან დაკავშირებით მიღებულია ICOMOS-ის გენერალური ასამბლეის მიერ 1987 წლის ოქტომბერში.

პრეამბულა და განმარტებები

ყველა ქალაქური სტრუქტურა, ბუნებრივად გაზრდილი იქნება ის, თუ გეგმაზომიერად შექმნილი, წარმოგვიდგენს ისტორიის მანძილზე საზოგადოების მრავალფეროვანი განვითარების სურათს.

წინამდებარე ქარტია მოიცავს ისტორიულ ურბანულ არეალებს – დიდი და პატარა ზომისას, ქალაქების, დასახლებების, ისტორიული ცენტრების და უბნების ჩათვლით, მათ ბუნებრივ და ადამიანის მიერ შექმნილ გარემოსთან ერთად. ისტორიული დოკუმენტის როლის გარდა ისინი ტრადიციული ურბანული კულტურის ამსახველ ღირებულებებს ატარებენ. ურბანული განვითარების იმ პროცესების შედეგად, რაც ინდუსტრიალიზაციამ მოიტანა, დღეს, ამ არეალების დიდი ნაწილი საფრთხეში იმყოფება, ისინი ხშირად დაზიანებულ, ფიზიკურად დეგრადირებულ, დაშავებულ ან სულაც დანგრეულ მდგომარეობაი იმყოფებიან.

დრამატული სიტუაციის გამო, რომელსაც ხშირად გამოუსწორებელი კულუტურული, სოციალური და ეკონომიკური დანაკარგებისკენ მივყავართ, ICOMOS -ი თვლის საჭიროდ ისტორიულ ქალაქების და ურბანული არეალების დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ქარტიის შედგენას, რომელმაც უნდა შეავსოს 1964 წლის “ვენეციის ქარტია”. ეს ახალი ტექსტი განმარტავს პრინციპებს, მიზნებს და მეთოდებს, რომლებიც საჭიროა ისტორიული ქალაქებისა და ურბანული არეალების დასაცავად. მან უნდა სცადოს ჰარმონიული ცხოვრების ხელშეწყობა და ხელი შეუწყოს იმ ერთიანი კულტურული საკუთრების შენარჩუნებას, რომელიც კაცობრიობის ისტორიული მეხსიერების მატარებელია, როგორი მოკრძალებული მასშტაბისაც არ უნდა იყოს ის.

როგორც აღნიშულია UNESCO-ს “რეკომენდაციები ისტორიული არეალების დაცვასა და მათი თანამედროვე როლის შესახებ” (ვარშავა – ნაირობი, 1976 წ.) და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში, “ისტორიული ქალაქების და ურბანული არეალების კონსერვაცია” ითვალისწინებს ისეთ ნაბიჯებს რომლებიც, ისევე როგორც ასეთი ქალაქების დაცვის, კონსერვაციის და რესტავრაციისთვის, ასევე მათი განვითარებისა და თანამედროვე ცხოვრებასთან ადაპტაციისთვის არის საჭირო.

პრინციპები და მიზნები
1. მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად, ისტორიული ქალაქებისა ან სხვა ურბანული არეალების კონსერვაცია უნდა იყოს ეკონომიკური და სოციალური განვითრების კოჰერენტული პოლიტიკისა და ქალაქის და რეგიონალური გეგმარების ინტეგრალური ნაწილი მის ყველა დონეზე.

2. შესანარჩუნებელ ღირებულებებს ეკუთვის ქალაქის ისტორიული ხასიათი და ყველა ის მატერიალური და სულიერი ელემენტი, რომელშიც ეს ხასიათი თავს იჩენს, განსაკუთრებით კი:

ა) ქალაქის ურბანული ქსოვილი, რომელიც მიწის ნაკვეთებისა და ქუჩების ქსელის ფორმებით განისაღვრება.

ბ) დამოკიდებულება შენობებს, გამწვანებულ სივრცეებსა და თავისუფალ სივრცეებს შორის

გ) სტრუქტურის და სტილის, მასშტაბის და მოცულობის, კონსტრუქციების და მასალების, ფერების და დეკორის საშუალებით განსაზღვრული, შენობების ინტერიერის და ექსტერიერის დამახასითებელი სახე.

დ) ქალაქის ან ურბანული სივრცის დამოკიდებულება მის გარემომცველ გარემოსთან, ბუნებრივი იქნება ის თუ და ადამიანის ხელით შექმნილი, და

ე) სხვადასხვა ფუნქციები, რომლებიც ქალაქმა ან ურბანულმა სივრცემ დროთა განმავლობაში შეიძინა.

ყველანაერი საფრთხე, რომელიც ამ ღირებულებებს ემუქრება, წარმოადგენს აგრეთვე საშიშროებას ისტორიული ქალაქის ან ურბანული სივრცის ავთენტურობისათვის.

3. ხელი უნდა შეეწყოს მოქალაექეების მონაწილეობას და მათი ქალაქის დაცვაში ჩართვას, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს. არასდროს არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ისტორიული ქალაქების შენარჩუნების პრობლემა პირველ რიგში მის მაცხოვრებლებს ეხება.

4. ძეგლთა დაცვის ღონისძიებების გატარება ისტორიულ ქალაქებში ან მის უბნებში ითხოვს სიმშვიდეს, სისტემურ მიდგომას და დისციპლინას. თავი უნდა ავარიდოთ დოგმატიზმს, იმის გამო რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სპეციფიური პრობლემების გადაწყვეტაა საჭირო.

მეთოდები და საშუალებები
5. ისტორიული ქალაქების ან ურბანული არეალების შენარჩუნების გეგმარება მულტიდიციპლინარული ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა იქმნებოდეს. კონსერვაციის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ყველა განმსაზღვრელ ფაქტორს, როგორიცაა არქეოლოგია, ისტორია, არქიტექტურა, ტექნიკა, სოციოლოგია და ეკონომიკა.

გეგმარების მთავარი მიზნები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, ისევე როგორც მათი რეალიზებისთვის საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრატიული და ფინანსური საშუალებები.

გეგმარების მიზანი უნდა იყოს ჰარმონიული წონასწორობის დაცვა ქალაქის ისტორიულ ნაწილებსა და მთელ ქალაქს შორის.
გეგმარება უნდა ადგენდეს, თუ რომელი შენობები ან შენობების ჯგუფები არის დასაცავი ან რა გარკვეული პირობების დაცვით უნდა მოხდეს ეს, და დიდი გამონაკლისის სახით, რომელ შენობებს შეიძლება შეველიოთ.
ნებისმიერი სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაკეთდეს არსებული მდგომარეობის ზედმიწევნით ზუსტი დოკუმენტირება.
გეგმარების პროცესს მხარს უნდა უჭერდეს ისტორიული არეალის მაცხოვრებლები.

6. ყველა კონსერვაცისთვის საჭირო ქმედება, განურჩევლად იმისა, თუ რა სტადიაში იმყოფება გეგმის მისაღებად საჭირო პროცესი, უნდა მოხდეს ამ და ვენეციის ქარტიის ძირითადი პრინციპების და მიზნების გათვალისწინებით.

7. მუდმივი მოვლა-პატრონობა გადამწყვეტი წინაპირობაა ისტორიული ქალაქების და ურბანული არეალების შენარჩუნებისთვის.

8. ახალი ფუნქციები და აქტივობა უნდა შეესაბამებოდეს ისტორიულ ქალაქის ხასიათს. ისტორიული არეალების თანამედროვე ცხოვრებასთან ადაპტაცია სიფრთხილეს მოითხოვს.

9.ქალაქის შენარჩუნების ძირითად მიზნებში უნდა შედიოდეს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

10. იმ შემთხვევაში, თუ ახალი შენობის აშენება ან ძველის ადაპტაცია აუცილებლობას წარმოადგენს, დაცული უნდა იყოს სივრცითი სტრუქტურა, განსაკუთრებით კი მიწის ნაკვეთების ზომები და მასშტაბი. არსებულ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული თანამედროვე ელემენტების შეტანა შეიძლება გაუმჯობესებად ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ანსამბლს გაამდიდრებენ.

11. ისტორიული ქალაქების და ურბანული სივრცეების წარსული ისტორიის შესახებ ცოდნის გაღრმავება უნდა მოხდეს არქეოლოგიური კვლევების და მათ შედეგად ნაპოვნი მასალის შესაბამისი შენარჩუნებით.

12. ტრასპორტის მოძრაობა ისტორიული ქალაქის ან ურბანულ არეალის შიგნით შეზღუდული უნდა იყოს. მანქანების გასაჩერებელი ადგილები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ისინი არც ძველი ქალაქის გარემოს და არც მის ქალაქგეგმარებით სტრუქტურას ზიანს არ უნდა აყენებდნენ.

13. ქალაქგეგმარების ან რეგიონალური გეგმარების მიერ გათვალისწინებული სატრანსპორტო მოძრაობის მთავარი ქსელი ისტორიულ ქალაქთან ან ურბანულ არეალთან მისასვლელი გზების გაუმჯობესებას უნდა ითვალისწინებდეს, მაგრამ მასში არ უნდა იჭრებოდეს.

14. იტორიული ქალაქების ან ურბანული არეალების ბუნებრივი კატასტროფებისგან და გარემოს დაზიანებისგან დაცვის პრევენციული ზომების მიღება მოსახლეწობის დასაცავადაც და ისტორიული ქსოვილის დასაცავადაც უნდა ხდებოდეს. პრევენციული, ან საჭიროების შემთხვევაში შესაკეთებელი სამუშაოები მიუხედავად მომხდარი ან მოსალოდნელი კატასტროფების ტიპისა, მისადაგებული უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა განსაკუთრებულ ხასიათს.

15. მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობა უნდა მოხდეს ერთიანი საინფორმაციო პროგრამით, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქეებისთვის იქნება, დაწყებული სკოლის მოსწავლეებით.

16. ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული ყველა პროფესიის სპეციალისტებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული სათანადო პროფესიული განათლება.

 

სურათი: ძველი თბილისი

Comment

Your email address will not be published.