Archive for March, 2013

გუდიაშვილის მოედანი

Posted on March 30th, 2013 by Nino Tchatchkhiani

გუდიაშვილის მოედანს და მის გარშემო მდგომი შენობების დიდ ნაწილს განადგურება ემუქრება. ამ არეალის შენობების უმრავლესობა კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ყველა ეს შენობა თავის ეზოებთან ერთად და მთლიანად გუდიაშვილის მოედანი, მიმდებარე ჩიხებით და ქუჩებით არის განუყოფელი ნაწილი იმ ერთიანი, უნიკალური ქალაქგეგმარებითი სტრუქტურისა, რომელიც შუასაკუნოვანი ძველი ქალაქიდან არის შემორჩენილი, თავადაც ძეგლს წარმოადგენს და როგორც ანსამბლი, დაცვის […]

საბაგიროს სადგური

Posted on March 18th, 2013 by Ruedi Wegmann

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლანდელი შენობა რუსთაველის მოედანზე 1953-1958 წლებში აშენდა. კონკურსში გამარჯვებული პროექტი მიხეილ ჩხიკვაძეს და კონსტატინე ჩხეიძეს ეკუთვნის. შენობა წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საბჭოთა კლასიკურ-მონუმენტალური სტილის არქიტექტურის ტიპიურ მაგალითს. საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის გამო კოშკზე მიმაგრებული ვარსკვლავის დემონტაჟი მოხდა, მაგრამ შენობას ტოტალიტარული არქიტეტურის ხასიათი მაინც არ დაუკარგავს. კონსტანტინე ჩხეიძის პროექტით 1958-1960 წ. აშენებული ფუნიკულიორის […]

თავისუფლების მოედანი

Posted on March 13th, 2013 by Joris Noordermeer

თავისუფლების მოედანი (ყოფილი ლენინის, ყოფილი ბერიას, ყოფილი ფედერაციის, ყოფილი პასკევიჩ-ერევანსკის მოედანი) თბილისის მთავარი მოედნის განაშენიანება 19-ე საუკუნეში დაიწყო. ეს ადგილი, რომელსაც სოლოლაკის მთიდან ჩამოსული ხევი ჭრიდა, ძველი ქალაქის (კალას) გალავნის გარეთ მდებარეობდა და გარეთუბანი ერქვა. დაარსებიდან დღემდე ამ მოედნის შენობათა ისტორია მხოლოდ დანაკარგებისგან შედგება. თუმცა მოედანი ბევრჯერ გადაკეთდა, შენარჩუნებულია მისი ტრაპეციული ფორმა და ძირითადი ზომები. […]