Archive for January, 2020

თბილისის გერმანული დასახლებები

Posted on January 29th, 2020 by Nino Tchatchkhiani

2015-2017 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა იმ გერმანელთა ისტორიისა და მრავალფეროვანი არქიტექტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო შესწავლა, ვინც საქართველოში ორ ათეულზე მეტი დასახლება შექმნა და განავითარა. პირველი გერმანელები საქართველოში 1817 წელს ჩამოვიდნენ და ამიერკავკასიაში თავიანთ პირველ დასახლებას მარიენფელდი დაარქვეს. ვჲურთემბერგელი შვაბების მიგრაცია რამდენიმე არსებითი მიზეზით იყო განპირობებული, რაც […]

8-23-VI პავილიონი

Posted on January 29th, 2020 by Nino Tchatchkhiani

8-23-VI არის მონოქრომული პავილიონი, რომელიც დაპროექტდა მიკრორაიონ გლდანის 8-ე კვარტალის, 23-ე კორპუსის, VI სადარბაზოს  მაცხოვრებელთათვის. 8-23-VI თბილისის არქიტექტურულ ბიენალესთან თანამშრომლობის შედეგადაა Შერჩეული. Არქიტექტურული კოლექტივის, Medium-ის მიერ დაპროექტებული, ბიენალეს დროებითი ფორმატის ფარგლებში განახორციელებული მუდმივი პავილიონი, პერიმეტრზე განლაგებული მბრუნავი პანელებით, 23-ე კორპუსის ნახევრად-კერძო საცირკულაციო ტერიტორიასა და მის გარეთ არსებულ საზოგადოებრივ სივრცეს შორის კავშირის გაძლიერებას უწყობს ხელს. გლდანის მიკრორაიონისთვის […]

მოდერნი თბილისში

Posted on January 20th, 2020 by Nino Tchatchkhiani

ევროპაში მე -19 საუკუნის ბოლოს დამკვიდრებული ახალი სტილი სხვადასხვა სახელით გავრცელდა: არტ ნუვო, იუგენდშტილი, ლიბერტი, სეცესიონ, მოდერნიზმი და ა.შ. საქართველოში მას მოდერნის სტილს უწოდებენ. 1901 წელს, 7 წლის შემდეგ, რაც ბრიუსელში არქიტექტორ ვიქტორ ჰორტას მიერ პირველი მოდერნის შენობა – სასტუმრო ტასელი – შეიქმნა, ეს სტილი თბილისშიც ვრცელდება.  1901 წლის კავკასიის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძმები ნობელების პავილიონი, […]