Archive for April, 2013

სოლოლაკი: იაშვილის 15

Posted on April 28th, 2013 by Nino Tchatchkhiani

სოლოლაკის უბნისთვის ტიპიური, 19-ე საუკუნეში აშენებული საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი ბინის რეკონსტრუქციის პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა სიფრთხილითა და პატივისცემით ეპყრობა არქიტექტორი ძველ შენობას, როგორ ცდილობს არსებული სტრუქტურის და დეტალების წარმოჩენას და შენარჩუნებას და მათ თანამედროვე ელემენტებთან  დაკავშირებას – ეს ბინა გახდა სასიამოვნო, ნათელი სივრცე, რომელშიც კარგად გრძნობ თავს. რეკონსტრუქციის პროექტი: ელისო სულაკაური, 2012 წელი

ხიდი და კარი

Posted on April 28th, 2013 by Nino Tchatchkhiani

გეორგ ზიმელი, ბერლინი, 1909 წელი საგნები ჩვენზე გარეგნულად ორაზროვან შთაბეჭდილებას იმით ახდენენ, რომ, ერთის მხრივ გვგონია, თითქოს ბუნებაში ერთი შეხედვით, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, თუმცა დაფარულად ყველაფრის ერთმანეთისაგან გამოყოფა შეიძლება. ნივთიერებებისა და ენერგიების განუწყვეტელი გარდაქმნების წყალობით, ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და ყველა დეტალისგან ერთგვარი კოსმოსი წარმოიქმნება. მეორეს მხრივ, საგნებს სივრცეში მკაცრი საზღვრები აქვთ დადგენილი და არც ერთი […]

ვაშინგტონის ქარტია 1987

Posted on April 28th, 2013 by Nino Tchatchkhiani

საერთაშორისო ქარტია ისტორიული ქალაქების და სხვა ურბანული სივრცეების დაცვასთან დაკავშირებით მიღებულია ICOMOS-ის გენერალური ასამბლეის მიერ 1987 წლის ოქტომბერში. პრეამბულა და განმარტებები ყველა ქალაქური სტრუქტურა, ბუნებრივად გაზრდილი იქნება ის, თუ გეგმაზომიერად შექმნილი, წარმოგვიდგენს ისტორიის მანძილზე საზოგადოების მრავალფეროვანი განვითარების სურათს. წინამდებარე ქარტია მოიცავს ისტორიულ ურბანულ არეალებს – დიდი და პატარა ზომისას, ქალაქების, დასახლებების, ისტორიული ცენტრების და უბნების […]

მეექვსე საავტორო სკოლა

Posted on April 28th, 2013 by Nino Tchatchkhiani

თბილისისთვის უჩვეულო ამ აგურის შენობას სოლოლაკის უბანში, შალვა დადიანის ქუჩით ლადო ასათიანის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ვხედავთ. ეს არის თბილისის ერთ-ერთი უძველესი სკოლის შენობა, რომელიც 1903-1905 წლებში არქიტექტორ ალექსანდერ ოზეროვის პროექტით აშენდა ქალთა მესამე გიმნაზიისათვის. საუკუნოვანი არსებობის განმავლობაში შენობის ფუნქცია არ შეცვლილა – ახლა ის მეექვსე საავტორო სკოლას ეკუთვნის.  შენობის არქიტექტურა ნეო-გოთიკის* თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. ჩვენამდე თითქმის […]

ათეშგა

Posted on April 28th, 2013 by Nino Tchatchkhiani

ათეშგა, ანუ ცეცხლის ტაძარი,  ქვემო კალაში, ბეთლემის უბანში მდებარეობს.  მისი რესტავრაცია იკომოს საქართველოს ჯგუფის მიერ ჩატარებული ბეთლემის უბნის რეაბილიტაციის პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ათეშგა დიდი არქეოლოგიური, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლია. ძეგლის უგუმბათოდ დარჩენილი კუბური მოცულობა  გადაიხურა მსუბუქი ლითონის კონსტრუქციის დამცავი სახურავით, მოეწყო მისასვლელი კიბე გომის ქუჩიდან და ხის პლატფორმა ინტერიერში, რომლიდანაც მნახველს  ძეგლის დათვალიერება შეუძლია. […]

ვენეციის ქარტია 1964

Posted on April 1st, 2013 by Nino Tchatchkhiani

ვენეციის ქარტია წარმოადგენს ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებულ საერთაშორისოდ აღიარებულ ძირითად დოკუმენტს, რომელიც ადგენს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა კონსერვაციისა და რესტავრაციის მთავარ ღირებულებებს და მეთოდებს. პრეამბულა ძეგლებს, როგორც ხალხთა ასწლოვანი ტრადიციების ცოცხალ მოწმეებს, აწმყოში გადმოაქვთ წარსულის სულიერი გზავნილები. კაცობრიობა, რომელიც სულ უფრო მეტად აცნობიერებს ადამიანურ ღირებულებებს, ძეგლებში საერთო მემკვიდრეობას ხედავს და მომავალი თაობებისთვის მათ შენარჩუნებას საერთო პასუხისმგებლობად აღიქვამს. […]

დადიანის ქუჩა

Posted on April 1st, 2013 by Nino Tchatchkhiani

დადიანის, ლერმონტოვის და ტაბიძის ქუჩების გადაკვეთა კალას გალავნის ჩრდილოეთი კედლის გაყოლებაზეა დადიანის ქუჩა, სადაც გადის საზღვარი შუასაუკუნოვან ფეოდალურ ქალაქსა და 19-ე საუკუნის მართკუთხა, რეგულარულ განაშენიანებას შორის. დადიანის ქუჩის პარალელური ქუჩები სოლოლაკის მთას ზევით მიუყვებიან და სამ პერპენდიკულარულ ქუჩასთან ერთად სოლოლაკის გეგმარებით სტრუქტურას ქმნიან, რომელიც დღესაც კარგად იკითხება და დაცვის საგანს უნდა წარმოადგენდეს. ქალაქის ეს ნაწილი […]

მირზა შაფის ქუჩა

Posted on April 1st, 2013 by Nino Tchatchkhiani

მირზა შაფის ქუჩა სეიდაბადში, თბილისის აბანოთუბანში, თაბორის მთის ძირში მდებარეობდა. თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა კლდის რელიეფს მიყვებოდა, რაც მის ორგანულ ფორმას განაპირობებდა. ეს ქუჩა ძველი თბილისისთვის ყოველმხრივ განსაკუთრებული იყო. ჩვენამდე მოღწეული, ძირითადად 19-ე საუკუნის ბოლოს, 20-ე საუკუნის დასაწყისში აშენებული საცხოვრებელი სახლები კლდეზე შეფენილ, ტერასულ განაშენიანებას ქმნიდნენ, რომელიც 19-ე საუკუნეზე უფრო ადრინდელი, თბილისისთვის დამახასიათებელი ბანიანი სახლების […]