თბილისისთვის უჩვეულო ამ აგურის შენობას სოლოლაკის უბანში, შალვა დადიანის ქუჩით ლადო ასათიანის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ვხედავთ. ეს არის თბილისის ერთ-ერთი უძველესი სკოლის შენობა, რომელიც 1903-1905 წლებში არქიტექტორ ალექსანდერ ოზეროვის პროექტით აშენდა ქალთა მესამე გიმნაზიისათვის. საუკუნოვანი არსებობის განმავლობაში შენობის ფუნქცია არ შეცვლილა – ახლა ის მეექვსე საავტორო სკოლას ეკუთვნის.  შენობის არქიტექტურა ნეო-გოთიკის* თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. ჩვენამდე თითქმის უცვლელად მოაღწია ავთენტური არქიტექტურული დეტალების უმრავლესობამ.  2012 წელს დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები შვეიცარელი არქიტექტორის, თომას კრაიერის პროექტით ხორციელდება.

Comment

Your email address will not be published.

salome

18.02.2015 10:01

authorized school არის ავტორიზებული სკოლა, საავროტო სკოლა იქნება experimental school.

Answer

    Tbilisi architecture network Nino Tchatchkhiani

    8.05.2015 11:33

    მადლობა კომენტარისთის. გერმანულად ამ სკოლას autorisierte Schule ქვია. სკოლა დაარსებულია გერმანულენოვან შვეიცარელებთან ერთად.

    Answer

      Max

      23.04.2023 15:07

      Hello, can you please provide some documented verification that this school was indeed founded by Swiss people?

      Tbilisi architecture network Nino Tchatchkhiani

      29.06.2023 12:24

      Hello, for any information you can visit website of the school