ორსართულიანი საცხოვრებელი კოტეჯის მაკეტი

© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

The model for a two-storied cottage © Architect G.Chakhava's archive

პანელის აღწერა: სიგანე – 40 სმ
-სიგრძე, 60 სმ-დან 6600 სმ-მდე
, სისქე – 10 სმ
, მაქსიმალური წონა – 0.5 ტონა. ყოველი 60 სმ-ის მანძილზე (ღერძებში) ან 60 სმ-ის ჯერად მანძილზე აქვს ამოჭრილი U-ფორმის ფოსოები, ჩაღრმავებები, რომლებიც პანელების ერთმანეთთან მარტივად და მყარად შეერთების საშუალებას იძლევა დამატებითი სამაგრების გარეშე.

© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

The panels were 40cm wide, between 60cm and 660 cm long, and 10cm thick. Their maximum weight was half a ton. There were U-shaped holes every 60cm, openings that would allow an effortless and firm junction, without the use of any additional fastening agents. Top: a Panel. Bottom: a corner joint. © Architect G.Chakhava's archive

სქემაზე გამოსახულია სამშენებლო ელემენტებით საცხოვრებელი, ორმაგკედლიანი სახლის აწყობის პრინციპი.საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით კი სეისმიურ ზონებში შეიძლება აწყობილი ელემენტების გამაგრება სპეციალური ღეროებით. კვანძების დეტალები უნიფიცირებულია. მარჯვენა სურათზე კუთხის კვანძია წარმოდგენილი – ერთზე მეტი სართულის შემთხვევაში პანელებით ორმაგი კედელი შენდება, აუცილებელია კუთხეების გამაგრება არმირებული ბეტონით და საჭიროების შემთხვევაში კედლებს შორის სივრცის შევსება თბოსაიზოლაციო მასალით.

© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

The principle of assembling an apartment building with double walls, using the building elements. In high risk seismic zones, the assembled elements might be reinforced with special rods. All details of the joints were combined; In a multi-storey building, panels created double walls which required the strengthening of the corners with reinforced concrete. In some cases the gaps between walls were filled with insulation materials. © Architect G.Chakhava's archive

გამოგონების საავტორო უფლება გაცემულია გიორგი ჩახავას სახელზე 1981 წელს სსრკ გამოგონებებისა და აღმოჩენების სახელმწიფო კომიტეტის მიერ და დარეგისტრირებული სსრკ გამოგონებების სახელმწიფო რეესტრში. განმცხადებელი: საქართველოს გზების სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი „გრუზორგდორნიი“ (რუს).
 გამოგონების პრიორიტეტი – 1971 წელი. გამოგონების სახელწოდება: „სამშენებლო ელემენტი“.

© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

The patent for the invention “Building elements” was granted to George Chakhava in 1981 by the Soviet Union State Committee for Inventions and Discoveries and was registered in the USSR State Registry Office. The applicant was the Industrial-technological Research Institute for Roads of Georgia (‘Gruzorgdornii’ in Russian). The invention priority date was 1971. © Architect G.Chakhava's archive

გამოგონების საავტორო უფლება გაცემულია ავტორების ჯგუფზე 1981 წელს სსრკ გამოგონებებისა და აღმოჩენების სახელმწიფო კომიტეტის მიერ და დარეგისტრირებული სსრკ გამოგონებების სახელმწიფო რეესტრში. გამოგონება სამშენებლო ინდუსტრიის სფეროდანაა და გამიზნულია არსებული კონვეიერის წარმადობის გასაზრდელად და ელექტროენერგიის მოხმარების შესამცირებლად. ავტორები: პუმინცევი, შილოვი, ვალერიან ჩიქობავა, გიორგი ჩახავა, თენგიზ ჩიკვაიძე. გამოგონების პრიორიტეტი – 1979 წელი.
 გამოგონების სახელწოდება: „კონვეირეული ხაზი რკინა-ბეტონის ნაკეთობების დასამზადებლად“.

The patent for the “Conveyer belt for making reinforced concrete” was granted to the group of designers in 1981 by the Soviet Union State Committee for Inventions and Discoveries and was registered in the USSR State Registry Office. The invention fell within the category of “the building industry” and was designed to increase conveyer belt productivity and to reduce electricity consumption. The designers were Pumintsev, Shilov, Valerian Chikobava, George Chakhava, and Tengiz Chikvaidze. The invention priority date was 1979. © Architect G.Chakhava's archive

პანელების აწყობის პროცესი

©არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

Construction in progress © Architect G.Chakhava's archive

პანელების აწყობის პროცესი

© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

Construction in progress © Architect G.Chakhava's archive

საქართველოს გზების მშენებლობის სამინისტროს შენობა. მშენებლობის პროცესი. ქვემოთ, სურათის ცენტრში დროებითი ნაგებობა, სავარაუდოდ “ოფისი”, აგებული “სამშენებლო ელემენტებით”.

© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

Construction in progress of the building for the Ministry of Road Construction. At the bottom in the picture: Temporary building, perhaps an “office” assembled with "Building panels". © Architect G.Chakhava's archive

საქართველოს გზების მშენებლობის სამინისტროს მშენებლობის პროცესი. აწყობილი და მოგვიანებით დაშლილი დროებითი ნაგებობა, სავარაუდოდ “ოფისი”, აგებული “სამშენებლო ელემენტებით”.

© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

Construction in progress of the building for the Ministry of Road Construction An assembled and disassembled temporary building, perhaps an “office”. © Architect G.Chakhava's archive

გაგრის ხიდის მშენებლობის პროცესი. 18 მ სიმაღლის ბურჯის მსენებლობა ერთი კვირა გაგრძელდა

© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

Construction in progress of the bridge in Gagra. © Architect G.Chakhava's archive

ხიდი გაგრაში

© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

The bridge in Gagra © Architect G.Chakhava's archive

ბენზინგასამართი სადგური.

© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

The petrol station © Architect G.Chakhava's archive

ავტობუსის გაჩერება ნიგოზა-კოდისწყლის გადასახვევთან. აშენებულია 12 საათში. დანგრეულია 2017 წ.

© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

The bust stop at the turning for Nigoza-Kodistskali. Construction time - 12 hours. Demolished in 2017. © Architect G.Chakhava's archive

ავტობუსის გაჩერება ნიგოზა-კოდისწყლის გადასახვევთან. გადაღებულია 2016-2017 წლის ზამთარში.

©ფოტო: ნანა ზაალიშვილი

The bust stop at the turning for Nigoza/Kodistskali. The photograph was taken in the winter of 2016-17. ©Image: Nana Zaalishvili

ავტობუსის გაჩერება ნიგოზა-კოდისწყლის გადასახვევთან. გადაღებულია 2017 წლის ივლისში.

პავილონი დანგრეულია, დარჩა ხოლოდ ხეები. სურათზე ჩანს მოშორებით დადგმული ახალი გაჩერება.

©ფოტო: ნანა ზაალიშვილი

The image was taken in July 2017, only the trees were left at the site, which was empty, and overgrown with grass. On this photograph it is possible to see in the distance a newly built bus stop. ©Image: Nana Zaalishvili

ავტობუსის გაჩერება ქანდაში

© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

The bus shelter at Qanda. © Architect G.Chakhava's archive

ავტობუსის გაჩერება ქანდაში

©ფოტო: ნანა ზაალიშვილი

The bus shelter at Qanda ©Image: Nana Zaalishvili

ავტობუსის გაჩერება ტეზერასთან. 2017 წ.

©ფოტო: ელისო სულაკაური

The bus shelter at Tezera. 2017 ©Image: Elisso Sulakauri

ავტობუსის გაჩერება ბორჯომში

©ფოტო:ნინი ფალავანდიშვილი

The bus shelter in Borjomi © Image: Nini Palavandishvili

ავტობუსის გაჩერება ბორჯომში

©ფოტო:ნინი ფალავანდიშვილი

The bus shelter in Borjomi © Image: Nini Palavandishvili

კვლევის დროს სტრუქტურის გააზრებისთვის საინტერესო იყო ბორჯომის პავილიონის გეგმებისა და ფასადების გამოხაზვა – გეგმა ეყრდნობა ელემენტის მოდულს და იხაზება 60 x 60 სმ ზომის ბადეზე.

©ნინო ჩაჩხიანი

In order to understand the structure better, and as part of our research, we made an experimental drawing of the plan and elevation of the Borjomi pavilion. The plan is based on the module of an element and can be drawn on 60X60 grid paper. Thanks to the strict logic of George Chakhava’s ingenious invention, it was easy to make a drawing of the shelter using only the photographs. ©Nino Tchatchkhiani

ავტობუსის გაჩერება ბორჯომში. დეკორატიული კერამიკული პანო

©ფოტო:ელისო სულაკაური

The bus shelter in Borjomi. Decorative ceramic tiles © Image: Elisso Sulakauri

ავტობუსის გაჩერება ბორჯომში. დეკორატიული კერამიკული პანო

©ფოტო:ელისო სულაკაური

The bus shelter in Borjomi. Decorative ceramic tiles © Image: Elisso Sulakauri

სერია_ქართველი არქიტექტორები_გიორგი ჩახავა

„ინტელექტუალური თვალსაზრისით არაფერია უფრო ღირსეული და ელეგანტური, ვიდრე ფორმით მიღწეული სტაბილურობა.“ ელადიო დიესტე, 1987

წინამდებარე კვლევის საგანი არქიტექტორ გიორგი ჩახავას ერთ-ერთი გამოგონება – რკინა ბეტონის სამშენებლო ელემენტები და მათი გამოყენებით აგებული ობიექტებია. წინასწარ დამზადებული ასაწყობი პანელების გამოყენების დიაპაზონი ძალიან დიდია – მცირე ფორმები, საცხოვრებელი სახლები და ხიდის ბურჯებიც კი ამ უნივერსალური ელემენტებით ეწყობა და სტატიკურად მყარ კონსტრუქციას წარმოადგენს. კონსტრუქცია თვითმზიდია და არ საჭიროებს დამატებით გამაგრებას. ის იდგმება ბეტონის წერტილოვან ან ლენტურ საძირკვლებზე.
ტექნიკური მახასიათებლების გარდა, ეს კონსტრუქციები არქიტექტურული თვალსაზრისითაა საინტერესო, რადგან არც ერთი მათგანი არ მეორდება და ერთი და იგივე მოდულური ელემენტებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად განსხვავებული მოცულობაა აგებული. ამგვარად, ყოველი ნაგებობა უნიკალურია, თუმცა ის ერთ სისტემას მიეკუთვნება. ამას კარგად ვხედავთ რამდენიმე შემორჩენილი ნაგებობის -ავტობუსის გაჩერების მაგალითზე, რომლებიც 1970-1980 წლებშია აშენებული. თბილისი-ბორჯომის მონაკვეთში ჯერ კიდევ 2017 წლის ზამთარში 4 ასეთიი კონსტრუქცია არსებობდა, თუმცა ამ კვლევაზე მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ ერთი მათგანი, ნიგოზა-კოდისწყაროს გადასახვევთან, უკვე დაუნგრევიათ.

სამშენებლო ელემენტი
ჩახავას მიერ ზედმიწევნით ზუსტად არის დამუშავებული და განვითარებული პანელის კონსტრუქცია, აწყობის ხერხები და გადაბმის დეტალები, ისევე როგორც მათი დამზადებისათვის საჭირო საქარხნო კონვეიერული ხაზის კონსტრუქცია და მისი გაუმჯობესების გზები.
გამოგონების საავტორო უფლება გაცემულია გიორგი ჩახავას სახელზე 1981 წელს. გამოგონების სახელწოდება: „სამშენებლო ელემენტი“. დოკუმენტს თან ერთვის აწყობის პრინციპის ილუსტრაციები.
ასაწყობი რკინა ბეტონის სამშენებლო პანელების გამოყენების პრაქტიკული უპირატესობებია – მასალათა დაბალი ხარჯი, კომპაქტური გაბარიტები, მცირე წონა, ტრანსპორტირების სიმარტივე, მშენებლობის მინიმალური ხანგრძლივობა, მარტივი მონტაჟი, არ არის საჭირო ადგილზე შედუღება, არ არის საჭირო შელესვის სამუშაოები, არ არის საჭირო მოპირკეთება, მცირე წონის გამო საჭიროა მხოლოდ მარტივი ამწე ტექნიკა, მონტაჟის პროცესის სიმარტივის გამო არ არის საჭირო კვალიფიციური მუშა ხელის დასაქმება.
ერთ ახსნა-განმარტებით წერილში გიორგი ჩახავა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ მთავრობას სთავაზობს ცივი კლიმატის (-40°) რეგიონებისთვის თბოიზოლაციის მიზნით კედლებს შორისი სივრცე გაცრილი მიწით შეივსოს, ძალიან ცივი (-50°) რეგიონებისთვის კი მიწას შეერიოს ნახერხი. წერილში საუბარია ბაიკალ-ამურის მაგსიტრალის მშენებლობის ერთი ეტაპისათვის დროებითი, გადასატანი ნაგებობების მშენებლობაზე.

ელემენტები მზადდებოდა ქ.გორის რკინაბეტონის ნაგებობათა პოლიგონზე.

პანელების დასამზადებელი კონვეიერული ხაზი
ყველა ტიპის პანელი მზადდება ერთი აგრეგატით. პანელების დასამზადებელი აგრეგატისა და ტექნოლოგიური კონვეიერული ხაზის მუშა ნახაზები დამუშავებული იყო ალმა-ათაში ყაზახეთის საავტომობილო გზების სამინისტროსთან ერთად. აგრეგატის კონსტრუქცია იყო მარტივი, მცირე ფართობს მოითხოვდა და წელიწადში 50 000 პანელის დასამზადებლად იყო გათვლილი. გამოგონების საავტორო უფლება გაცემულია ავტორების ჯგუფზე 1981 წელს საბჭოთა კავშირის გამოგონებებისა და აღმოჩენების სახელმწიფო კომიტეტის მიერ და დარეგისტრირებული საბჭოთა კავშირის გამოგონებების სახელმწიფო რეესტრში. გამოგონება სამშენებლო ინდუსტრიის სფეროდანაა და გამიზნულია არსებული კონვეიერის წარმადობის გასაზრდელად და ელექტროენერგიის მოხმარების შესამცირებლად. ავტორები: პუმინცევი, შილოვი, ვალერიან ჩიქობავა, გიროგი ჩახავა, თენგიზ ჩიკვაიძე. გამოგონების პრიორიტეტი – 1979 წელი.
გამოგონების სახელწოდება: „კონვეირეული ხაზი რკინა-ბეტონის ნაკეთობების დასამზადებლად“.
პანელები ერთმანეთისგან მხოლოდ სიგრძით განსხვავდება, ამიტომ ყველა სიგრძის პანელისთვის ერთი და იგივე ყალიბის გამოყენებაა შესაძლებელი – საჭირო სიგრძის მიღწევა ყალიბში მხოლოდ უბრალო ტიხრის ჩადგმით ხდება, მოდულის ზომების დაცვით. ის, რომ ნებისმიერი ტიპის პანელის სიგრძე და მის ფოსოებს შორის მანძილი ყოველთვის მოდულს შეესაბამება (60 სმ), არის ჩახავას პანელის უპირატესობა სხვა მსგავს ელემენტებთან შედარებით. ეს პრინციპი საშუალებას იძლევა, პანელები ქარხნულად სრულ ავტომატურ რეჟიმში დამზადდეს.

ავტობუსის გაჩერებები
ავტობუსის გაჩერება, როგორც მცირე არქიტექტურული ფორმა, რომელიც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, ძალიან საინტერესო ობიექტია. ის გზებზე დგას და ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ავსტრიის ფორარლბერგის რეგიონში კრუმბახის მთავრობის გადაწყვეტილებით მოწვეულ იქნა 7 არქიტექტორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იმისათვის, რომ მათ კრუმბახის მიმდებარე ტერიტორიებზე 7 ავტობუსის გაჩერება აეშენებინათ. ეს გაჩერებები რეგიონის გზებზეა გაფანტული, ტურისტულ მარშრუტში შედის
 და ყოველ წელს ათასობით ტურისტს იზიდავს.

ბოლო წლებში რამდენიმე უცხოური გამოცემა მიუძღვნეს საბჭოთა მოდერნისტულ არქიტექტურას და ასევე ავტობუსის გაჩერებებს, რომლებშიც საქართველოში არსებული ობიექტებიც მოხვდა. აღსანიშნავია ქრისტოფერ ჰერვიგის ნამუშევარი, რომლის მეორე ტომიც წელს გამოვა.

1977 წელს პოლონური ჟურნალში გამოქვეყნედა სტატია საქართველოს გზებზე ავტობუსის გაჩერებების შესახებ. „ზოგი მათგანი აშენებულია წინასწარდამზზადებული ელემენტებით, რაც ამ კონსტრუქციით მშენებლობის მოულოდნელ შესაძლებლობებს გვაჩვენებს. გიორგი ჩახავას მიერ გამოცემული ელემენტების აღწერიდან ჩანს, რომ მათი გამოყენების შესაძლობლობები შორს სცდება მხოლოდ მცირე ფორმების არქიტექტურას. საქართველოს საავტომობილო გზების გასწვრივ მდგომი ავტობუსის გაჩერებები შთამბეჭდავად მრავალფეროვანია. ერთი ტიპის წინასწარ დამზადებული ელემენტებით აშენებული ეს მცირე არქიტექტურული ობიექტები ზედმიწევნით ინდივიდუალიზირებული და განსხვავებული ხასიათისაა“. (Wojciech Skrodzki,”projekt”, Visual art and design, 4/77).

როგორც გიორგი ჩახავას არქივში დაცული დოკუმენტებიდან ჩანს, 1970-იან წლებში პავილიონები აშენდა ქართლის და აფხაზეთის რეგიონებში, თუმცა შესაძლებელია, რომ ისინი საქართველოს სხვა გზებზეც არსებობდეს. ჩვენთვის უცნობია აფზახეთში არსებული ობიექტების სტატუსი. ქართლის რეგიონის პავილიონების კვლევა ვრცელდება ყველა ამ სისტემით აგებულ ობიექტზე, ასევე მათზეც, რომლებიც ჩვენთვის ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2017 წლამდე ჩვენთვის ცნობილი ოთხი შემორჩენილი პავილიონიდან ერთის ადგილას მოულოდნელად სიცარიელე დაგვხვდა, მაგრამ აქ მაინც განვიხილავთ ოთხ და არა სამ პავილიონს, იმისათვის, რომ უფრო ადვილი იყოს იმის გაცნობიერება, თუ რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ მათ. აღწერილ პავილიონებს სიმბოლურად დავარქვით სახელები გზებზე მათ ადგილმდებარეობასთან უახლოესი დასახლებული პუნქტების მიხედვით. განვიხილავთ ბორჯომის, ტეზერის, ნიგოზას და ქანდის ავტობუსის გაჩერებებს.

პავილიონების გეოგრაფია ასეთია – ბორჯომისა და ტეზერის გაჩერებები ს8 გზის ხაშური-ბორჯომის მონაკვეთშია, ხოლო ნიგოზას (ყოფილი) და ქანდის გაჩერებები ს1 (E60) გზის მცხეთა-გორის მონაკვეთში. ყველა შემორჩენილი პავილიონი მოუვლელია, ცალკეული სამშენებლო პანელები მართალია, მძიმედ არის დაზიანებული, მაგრამ საერთო ჯამში კარგ მდგომარეობაში იმყოფება. პანელები საღებავით იყო დაფარული, რომელმაც დროს ვერ გაუძლო. ამის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ პანლელები ცუდ მდგომარეობაშია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

ოთხი პავილიონი სრულიად განსხავავებლია ერთმანეთისგან. მათი გეგმები სიმეტრიული ან თავისუფალია, ზომები განსხვავებული, გადახურვები ბრტყელი ან დახრილი, საღებავის ფერები სხვადასხვა, ტეზერის პავილიონის გარდა ყველა დეკორირებულია მოზაიკის ფილებით, რომელთა სიუჟეტებია მზე, ყვავილები, ფრინველები და აბსტრაქტული ფორმები. შეძლება ითქვას, რომ ეს მოზაიკები ერთი ავტორის მიერაა შესრულებული, თუმცა ჩვენთვის უცნობია მხატვრის ვინაობა. კერამიკული ფილები თითქმის სრულადაა შემონახული, მაგრამ ბევრ ადგილას დაზიანებულია ან აკლია დეტალები.

ნიგოზა (დანგრეულია 2017 წელს)
ნიგოზას გაჩერება მდებარეობდა ნიგოზა-კოდისწყაროს გადასახვევთან ახლოს, გზის პირას. 2017 წლის ზამთარში ის ჯერ კიდევ სრულად იყო შემონახული. ეს იყო ზომით საკმაოდ დიდი და ფორმით ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ავტობუსის გაჩერება. შეიძლება გზის ახალი დაპროექტებისას ავტობუსის გაჩერებისთვის უფრო უკეთესი ადგილი მოიძებნა, მაგრამ რატომ იყო საჭირო ამ კონსტრუქციის დანგრევა? მისი გამოყენებისთვის სულ ცოტა ორი შესაძლებლობა ასეთი იქნებოდა – 1. დასასვენებელი ადგილის მოწყობა 2. დაშლა და ახალ ადგილას გადატანა – ეს ხომ ამ სისტემის კონცეფციაშია ჩადებული.

ქანდა
ქანდის გაჩერება სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ერთ პატარა, სამი მხრიდან დახურულ სივრცეს წარმოადგენს, რომელსაც ქანობიანი გადახურვა აქვს. როგორც ვხედავთ, ამ პანელებით როგორც ბრტყელი, ასევე ქანობიანი გადახურვის გაკეთებაა შესაძლებელი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ უნივერსალურობას. ქანდის გაჩერების ძირითადი მოცულობა კარგადაა შემორჩენილი. სერიოზულად დაზიანებულია მხოლოდ ერთი „ფანჯარა“. საინტერესოა ამ გაჩერების დეკორი – გარე კედელზე ისეთივე პანოა, როგორიც ბორჯომის გაჩერებას აქვს – მზე თუ ყვავილი. შესაძლოა, რომ ეს სპეციალურადაა გაკეთებული ამ კონსტრუქციების ერთმანეთთან კავშირის ხაზგასასმელად. კედლის შიდა მხარე კი სულ სხვა ტიპის მოჭიქული კერამიკული ფილებითაა დეკორირებული. თითოეული მათგანი კედლის პანელებს შორის დარჩენილ ორმაგ ფოსოებშია ჩასმული, ისე რომ კედლის მთელი შიდა სიბრტყე მართკუთხა ვერტიკალური ფერადი „წერტილებითაა“ დაფარული. კედლების გარე მხარე კი სტანდარტული, კონსტრუქციის კუთვნილი „საცობებითაა“ დახურული და შორიდან თეთრი კოპლების შთაბეჭდილებას ტოვებს. გაჩერება მოუვლელია, საღებავი აქერცლილი, კერამიკული ფილები დაკარგული ან დაზიანებული, მაგრამ აღდგენა სრულიად შესაძლებელი.

ტეზერა
ამ გაჩერებას სხვებისგან განასხვავებს ფორმების სიმარტივე. ის გზის პირას დგას და სავარაუდოდ ერთადერთია, რომელიც თავის პირვანდელ ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს. ცენტრალური ღერძის მიმართ სიმეტრიულ, სამი მხრიდან დახურულ მოცულობას ბრტყელი გადახურვა აქვს. გაჩერება არ არის მორთული დეკორატიული კერამიკული ფილებით, როგორც სხვა გაჩერებები, მაგრამ ეს არაფერს არ აკლებს მას – პანელების ფორმა და ფოსოების რითმი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ სიბრტყეები მოსაწყენად არ აღვიქვათ. პანელები კარგ მდგომარეობაშია, შეიძლება მათი გაწმენდა და თავიდან შეღებვა.

ბორჯომი
ბორჯომის ავტობუსის გაჩერება მდებარეობს ხიდთან ახლოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.
 გადახურვის ელემენტები ორ ჯგუფადაა დაყოფილი. სახურავი მხოლოდ ორ ველს ფარავს, გაჩერების დანარჩენი სივრცე კი ღიაა. თავისუფლადაა დატოვებული მარცხენა უკანა კუთხე. ეს პავილიონი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი გეგმარება თავისუფალია, სახურავის კონსტრუქცია მთავარი ფასადის მხარეს რკინის სვეტების სამ წყვილს ეყრდნობა. გაჩერების სივრცეს უკანა შემოსაზღვრავს თავისუფლად მდგომი მონოლითური კედელი, რომელიც მოზაიკითაა მოპირკეთებული. ამ კედელს ეყრდნობა რკინის სვეტები, რომელთაც გადახურვის ელემენტების უკანა ჯგუფი უჭირავს. ასეთი გადაწყვეტა სხვაგან არსად არ გვხვდება. თითქმის ყველა ელემენტი მთლიანადაა შემორჩენილი, არის რამდენიმე მექანიკური დაზიანების კვალი და ზოგ ადგილას ჩანს ელემენტის გაშიშვლებული არმირება. თუ არ მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ საღებავი, რომლითაც პანელები იყო შეღებილი, მთლიანად აქერცლილია, პავილიონის ზოგადი მდგომარეობა კარგია. ის ადვილად დაექვემდებარება რესტავრაციას და შეიძლება მომავალშიც გამოყენებულ იქნას ავტობუსის გაჩერებისათვის. შედარებით დიდი ზომის კერამიკული ფილებით შედგენილი დეკორატიული პანოები ასევე თითქმის მთლიანადაა შემონახული. მათი გაწმენდა და დაზიანებული ან დაკარგული ფილების აღდგენა არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას.

დასკვნა
გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტებით“ აგებული რამდენიმე პავილიონი საქართველოს საინჟინრო და ინდუსტრიული კულტურის იშვიათი ობიექტებია.
არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნიკალური ნაგებობები არქიტექტორ გიორგი ჩახავას მიერ არის კონციპირებული, ისევე როგორც ასაწყობი პანელების პრინციპი და მათი ინდუსტრიული წარმოებისთვის საჭირო კონვეიერული ხაზი. ზემოთ მოყვანილი კვლევა ადასტურებს ამ ობიექტების ნამდვილ წარმომავლობას. ჩახავას გამოგონება იმდენად მარტივი და გენიალურია, რომ არ არის გამორიცხული მისი აღდგენა და პანელების წარმოება, რაც იქნებოდა ინდუსტრიული მემკვიდრეობის და ცოდნის რევიტალიზაციის უპრეცედენტო მაგალითი.

გიორგი ჩახავას სახელის დიდი პოპულარობის გამო ყველა მის ნამუშევარს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი. აუცილებელია ყველა ამ ობიექტისთვის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება, მათი ფუნქციის აღდგენა, გაწმენდა, რესტავრაცია, განათება და მოვლა-პატრონობა, ისევე როგორც მათი ლოკალურ ტურისტულ მარშრუტში შეტანა. განათებისთვის კარგი იქნებოდა მზის პანელების გამოყენება, რაც ზუსტად უპასუხებდა გიორგი ჩახავას იდეებს – ის ჯერ კიდევ 40 წლის წინ მზის ენერგიის გამოყენებაზე ფიქრობდა, რასაც მის არქივში დაცული დოკუმენტები ადასტურებს. დარჩენილი სამი გაჩერების რეაბილიტაცია არ არის დაკავშირებული დიდ თანხებთან და მათი მოვლა მძიმე ტვირთად არ დააწვება გამგეობებს.

თბილისიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე, საავტომობილო გზების სამინისტროს გავლის შემდეგ ოთხი ასეთი გაჩერება გვხვდებოდა, ახლა მხოლოდ სამია. შეიძლება სქემატურ რუკაზე ყველა ამ ობიექტის დატანა და ყოველ გაჩერებასთან საინფორმაციო დაფის დაყენება, რომელზედაც დამაგრდება ეს რუკა ყველა ობიექტით და მოკლე ინფორმაცია ავტორის შესახებ.

აუცილებელია ამ ობიექტების ადმინისტრაციული ერთეულების გამგეობებთან და სხვა დაწესებულებებთან (მაგ. გზების მშენებლობის ნებართვის გამცემი სამსახური) საგანმანათლებლო საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა, იმისათვის, რომ არ მოხდეს, ის რაც ნიგოზა-კოდისწყაროს გაჩერების შემთხვევაში მივიღეთ – დავკარგეთ ღირებული ობიექტი. პასუხისმგებელ პირებს სწორი ინფორმაცია დროულად რომ ჰქონოდათ, ეს არ მოხდებოდა.

თანამედროვე განვითარების ფონზე ძნელია ასეთი ტიპის ნაგებობების დაცვა. ერთადერთი მექანიზმი, მათი განადგურებისგან დასაცავად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება. ჩვენი აზრით, არგუმენტები საკმარისია იმისათვის, რომ ყველა ამ სისტემის პავილიონი უნდა დავიცვათ, დავუბრუნოთ ფუნქცია და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. გიორგი ჩახავას პავილიონები როგორც არქიტექტურული, ასევე საინჟინრო და ინდუსტრიული მემკვიდრეობის დასაცავად საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

არქიტექტორი გიორგი ჩახავა (1923-2007)
საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი გიორგი ჩახავა მრავალი ჯილდოს ლაურეატი იყო.ჩახავას პროფესიული ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი პერიოდი ემთხვევა მის მუშაობას საქართველოს საავტომობილო გზების მშენებლობის სამინისტროში, როდესაც მან არქიტექტორ ზურაბ ჯალაღანიასთან ერთად ამ სამინისტროს შენობა დააპროექტა. (მშენებლობის წლები: 1972-1975). ამ შენობამ იმთავითვე საერთაშორისო არქიტექტურული წრეების ყურადღება მიიქცია, რომელიც დღემდე არ შენელებულა. საავტომობილო გზების მსენებლობის სამინისტრო, (ახლანდელი საქართველოს ბანკის სათაო შენობა) არის ქართული თანამედროვე არქიტექტურის სავიზიტო ბარათი. მთელი მსოფლიოს პროფესიონალური წრეებისათვის და არქიტექტურით დაინტერესებული საზოგადოებისთვის გიორგი ჩახავას სახელი, რომელიც ამ შენობასთანაა დაკავშირებული, უდაოდ ყველაზე ცნობილი სახელია.

გიორგი ჩახავა არქიტექტორთა იმ განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლისთვისაც არქიტექტურული და საინჟინრო- კონსტრუქტორული გადაწყვეტები ერთიან, განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს. ის არა მარტო გამორჩეული არქიტექტორი იყო, მისი საინჟინრო-კონსტრუქტორული პროექტები და გამოგონებები იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს 20-ე საუკუნის ქართული საინჟინრო მეცნიერებისა და სამშენებლო კულტურის ისტორიაში.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა საქართველოში, რკინის ფარდის უკან მომუშავე არქიტექტორებს შეზღუდული ინფორმაცია ჰქონდათ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ჩვენ მემკვიდრეობით მაინც გვერგო
 იმ დროს გავრცელებული თითქმის ყველა მიმდინარეობისა თუ სტილის ქართული ანარეკლი, -მშენებლობის მეთოდების, კონსტრუქტორული გადაწყვეტების თუ მასალათა გამოყენების მაგალითები. ქართული მოდერნისტული არქიტექტურის ბევრი ნიმუში უკვე გამქრალია. შემორჩენილი ობიექტების დიდი რაოდენობა მუდმივად განადგურების საფრთხის ქვეშ დგას. მხოლოდ ორ ობიექტს აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მათ შორის გ.ჩახავასა და ზ.ჯალაღანიას გზების მშენებლობის სამინისტროს შენობას.
აუცილებელია იმის გააზრება, რომ ამ პერიოდის არქიტექტურული მემკვიდრეობით უნდა ვიამაყოთ, ის უნდა დავიცვათ და გადავცეთ მომავალ თაობებს.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ გ. ჩახავას, მამის, გიორგი ჩახავას საარქივო მასალების მოწოდებისათვის.
 ასევე დიდი მადლობა ნინი ფალავანდიშვილს, ნანუკა ზაალიშვილს და ელისო სულაკაურს კველევისთვის საჭირო დოკუმენტური მასალების მოძიებისთვის, ფოტოებისთვის, დახმარებისთვის და თანადგომისთვის.

P.S. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 27 ნოემბრის ბრძანებით ქ.ბორჯომში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ პავილიონს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა!!! რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას!

P.P.S. სამივე არსებული პავილიონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია! კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს! (2018 წლის აპრილი)

Comment

Your email address will not be published.