ნიშინ კოგიოს 44-ე არქიტექტურული კონკურსი:არქიტექტურა, რომელიც აკავშირებს

თემა

“Bridging” (ხიდის შენება) ნიშნავს ხიდების გადებას სხვადასხვა ადგილების შესაერთებლად. მას შემდეგ, რაც მდინარეზე ხიდი ჩნდება, იწყება ადამიანების მოძრაობა და ჩნდება რაღაც ახალი. მოკლედ – ხიდი აკავშირებს ადგილებს, რომლებიც ადრე არ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ხიდის შენება არის კონცეფცია, რომელიც პასაჟის როლს ასრულებს და ყოველ მხარეს ახალ თვისებებს სძენს. თუ კი არქიტექტურას შეუძლია ხიდებით დაკავშირებაში მონაწილეობა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს? რის დაკაშირების უნარი აქვს არქიტექტურას?

პირველი ადგილი: “Les perspectives de la Mémoire. A chorography that bridges: architectural implementation of two authors’ memorial archetypes.” არქიტექტურული ბიურო XOPA (ხორა), მიხეილ მიქაძე და ოიათ შუქუროვი

 

Kumiko Inui (Prof. at Yokohama National Univ., Y-GSA (Yokohama Graduate School of Architecture, Established Office of Kumiko Inui)

კუმიკო ინუი (იოკოჰამას ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორი, კომიკო ინუის ოფისის დამფუძნებელი)

„… ამ წელს, ისევე როგორც გასულ წელს, უძლიერესი აღმოჩნდა უცხოელი მონაწილეების პროექტი. ეს საუკეთესო პროექტი აღმოჩნდა შუქუროვისა და მიქაძის იდუმალი ჩანაფიქრი. სურათის შინაარსი აიხსნება მხოლოდ სათაურითა და მარცხენა ზედა კუთხეში განთავსებული სქემით. შესაძლოა ეს პეიზაჟებისა და შენობების რეკონსტრუქციაა, რომელიც ადრე უნახავთ ავტორებს ან იქნებ ეს თანამედროვე „ადრიანეს ვილაა“? ნამუშევრის სათაურიდან ჩანს, რომ ეს ყოველივე მეხსიერებიდან არის აღმოცენებული და ამიტომ გამოსახულებათა მასშტაბირება თავისუფალია, იგი ხან იზრდება, ხან მცირდება. ამას გარდა მე შევძელი დამენახა, რომ ეს ნამუშევარი ორი არქიტექტორის ერთობლივი პროექტია. ამჯერად კონკურსის მონაწილეთა შორის, აღნიშნული ნამუშევარი ყველაზე მრავალმნიშვნელოვანია, სადაც ორი მეგობარი დებს ხიდს წარსულიდან აწმყოსკენ, მრავალმხრივი გარემოდან შესატყვის არქიტექტურამდე.

მიუხედავად იმისა, რომ სურვილი მქონდა, რათა ავტორს ცოტა მეტად აეხსნა პროექტში ასახული არქიტექტურული სივრცე, მაინც გამიჩნდა განცდა, რომ პროექტის იდუმალი არსი აიძულებს მნახველს მიმართოს წარმოსახვას და ამავდროულად გადოს ხიდი ავტორსა და მაყურებელს შორის.

გულახდილად… მაინტერესებს, მაინც რა ადგილია ეს?

 

Koh Kitayama (Prof. at Hosei University, established “architecture WORKSHOP”)

კოჰ კიტაიამა (ჰოსეის უნივერსიტეტის პროფესორი, “architecture WORKSHOP-ის დამფუძნებელი)

„…შუქუროვის და მიქაძის ნამუშევარმა პირველი ადგილი დაიკავა. ჩემთვის ეს პროექტი ბოლო მომენტამდე დარჩა ამოუცნობი. მიმზიდველი ნახატი, რომელიც მეტად საინტერესო ინტერპრეტაციაა „კოლაჟური ქალაქისა“. რა ერთიანდება მასში? იქნებ ავტორები გვთავაზობენ დავეყრდნოთ მაყურებლის წარმოსახვას? ან იქნებ ავტორის ჩანაფიქრი და მაყურებლის აღქმა ერთიანდება ნახატის მეშვეობით?“

 

Tomohiko Yamanashi (Senior Executive Officer Deputy Head of Architectural Design Department)

ტომოშიკო იამანაში (არქიტექტურული დეპარტამენტის თავმჯდომარე)

„… და აი ასეთ სიტუაციაში, ჩვენ მოგვხიბლა შუქუროვისა და მიქაძის პროექტმა თავისი ფანტასტიური სურათებით, როგორც ჩვენს მეხსიერებაში შენახულ არქიტექტურასთან დამაკავშირებელმა ხიდმა.

ამას გარდა, სურათების სტილი, რომლებსაც ჩვენ ვხედავდით 1970-1980-იან წლებში იაპონიაში ჩატარებულ კონკურსებში – ეს იყო იდეათა შეჯიბრი, რომელმაც ჩვენ მოგვაგონა ის დრო, როცა დავკავდით არქიტექტურით და ვცდილობდით დროისთვის გვეპასუხა ახალი იდეებით.

არ ვიცი, რამდენად სწორად ჩავწვდით მონაწილეთა იდეას, მაგრამ ამ პროექტმა ჩვენ მოგვაჯადოვა, და მას მივანიჭეთ პირველი ადგილი.“

 

Go Hasegawa (Visiting Professor at Harvard University Graduate School of Design, USA, Director of Go Hasegawa and Associates)

გო ჰასეგავა (ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის პროფესორი, Go Hasegawa and Associates- ის დირექტორი )

„… შუქუროვისა და მიქაძის გამარჯვებულმა იდეამ თავიდანვე მიიქცია ყურადღება.

ადგილები, რომელიც აღიბეჭდა ავტორთა მეხსიერებაში, არის შედგენილი შენობებისა და სივრცეების ცალკეული ფრაგმენტებისაგან. სხვა სიტყვებით ესაა „ მოგონებები ნანახი ადგილების“ შესახებ, რომლებიც აისახა მისტიურ სურათში. სხვადასხვა მასშტაბის გამოსახულების ფრაგმენტები თითქოს ლაგდება ერთმანეთზე. განა საეთი „მოგონებები“ არ მოსდის ხანდახან თავში თითოეულ ადამიანს, ვინც ქმნის არქიტექტურას. ასეც ვფიქრობდი…

იმ დროს, როდესაც საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტების უმრავლესობა გადმოსცემდა ობიექტების „ფიზიკურ კავშირს“, ეს ნამუშევარი წარმოადგენს სრულიად ახალ არქიტექტურულ იდეას.

ჩვენი კომისია Nisshin Kogyo- ში უკვე 5 წელია მუშაობს. ამ წლების მანძილზე ინტენსიურად იზრდება განაცხადები უცხო ქვეყნებიდან. ამ წელს, ისევე როგორც შარშან პირველი ადგილი მიენიჭა უცხო ქვეყნიდან წარმოდგენილ პროექტს. ვგრძნობ რომ ეს არის გარდატეხის მომენტი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონელი არქიტექტორები ძირითადად სწავლობდნენ დასავლეთ ევროპაში. ისინი ცდილობდნენ აღედგინათ თვითიდენტურობა და შექმნეს ის, რასაც დღეს ეწოდება თანამედროვე იაპონური არქიტექტურა. დღეს იაპონია იკავებს ამ სფეროში ლიდერის პოზიციებს. მე ხშირად მესმის, რომ მთელს მსოფლიოში ახალგაზრდა არქიტექტორები და სტუდენტები ინტერესდებიან იაპონური არქიტექტურით, რომელიც მათზე დიდ ზეგავლენას ახდენს. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა და ამის ნათელ მაგალითს წარმოვადგენთ ჩვენ. მითუმეტეს, როცა თვალს ვადევნებ ახალგაზრდა იაპონელებს, მე არ მაქვს განცდა, რომ არის კრიტიკული მომენტი. ამ კონკურსმა დამანახა, რომ ომის შემდგომი იაპონია არის სულ სხვა, ეხლა იწყება ახალი ეპოქა, სადაც ჩვენ მთელი მსოფლიო არ დავაკლებთ ძალისხმევას და შთავაგონებთ ერთმანეთს.“

 

კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორები:

მიხეილ მიქაძე, დაიბადა თბილისში 1989 წელს, ცხოვრობს მოსკოვში 1995 წლიდან. განათლება ბაკალავრიატი 2007-2009 МАрхИ / 2009-2012 London Metropolitan University, მაგისტრატურა – 2013-2015 MARCH.

ოიათ შუქუროვი, დაიბადა მოსკოვში 1989 წელს. განათლება – სპეციალიტეტი 2007-2013 МАрхИ; 2013-2017 წლებში bureau Alexander Brodsky თანამშრომელი.

Comment

Your email address will not be published.