Author Archive

გუდიაშვილის მოედანი 2

Posted on March 27th, 2014 by Nino Tchatchkhiani

გუდიაშვილის მოედანზე მდგომი ეს ნაგებობა თბილისური არქიტექტურის ნამდვილი შედევრია. ის ქართული, აღმოსავლური და კლასიცისტური არქიტექტურის ელემენტების შერწყმის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. მისი უფრო ადრეული, მარჯვენა ნაწილი 1830 წელს აშენდა, მარცხენა კი 1850-იან წლებს მიეკუთვნება. XIX საუკუნეში შენობა ეკუთვნოდა იმპერიულ სამხედრო უწყებას. პირველ სართულზე შტაბი იყო განთავსებული, მეორეზე – ოფიცერთა სასტუმრო. აქ უცხოვრია რუს პოეტს და გვარდიის ოფიცერს, მიხეილ […]

იმელის შენობა

Posted on October 29th, 2013 by Nino Tchatchkhiani

იმელის შენობა რუსთაველის პროსპექტზე თბილისში სოციალისტური კლასიციზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. 1933 წელს ჩატარდა დახურული კონკურსი ცნობილი საბჭოთა არქიტექტორების, ი. ფომინის, ვ.კოკორინის, ნ.სევეროვის, კალაშნიკოვის, ა.ვლასოვის და ა.შჩუსევის მონაწილეობით. გაიმარჯვა შჩუსევის პროექტმა. მშენებლობა 1934 დან 1938 წლამდე გაგრძელდა. ისტორიული, არქიტექტურული და მხატვრული თვალსაზრისით ამ შენობის ღირებულება უდაოა – მისი ავტორი მსოფლიოში ცნობილი რუსი საბჭოთა არქიტექტორია, რომელმაც დიდი და […]

რუსუდან მარგიშვილი

Posted on July 28th, 2013 by Nino Tchatchkhiani

ეს ინტერვიუ არის სერიიდან “ქართველი არქიტეტორების შემდეგი თაობა” -რატომ აირჩიე არქიტექტურა? -ორი თაობის არქიტექტორების ოჯახში გავიზარდე და ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რამდენად დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება პროფესიის არჩევისას. ალბათ გარემომ ძალიან იმოქმედა. მახსოვს, პატარა ვიყავი, ბაბუაჩემმა თავის საპროექტოში, “საქსოფლპროექტში” მიმიყვანა და უზარმაზარი მაკეტები მაჩვენა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ერთ დღეს მეც გავაკეთებდი მსგავს რამეს. სახლში ყოველთვის შემოქმედებითი გარემო […]

ლევან ხიმშიაშვილი

Posted on May 26th, 2013 by Nino Tchatchkhiani

ქართველი არქიტექტორები: ლევან ხიმშიაშვილი ამით ვიწყებთ საქართველოში მოღვაწე ყველა თაობის არქიტექტორებისადმი მიძღვნილი სტატიების სერიას. “ხუროთმოძღვრული ძეგლები სამუდამოდაა მიჯაჭვული მიწასთან – ისინი წარმოადგენენ ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური გარემოს დიდ ნაწილს. ამიტომ, ხუროთმოძღვრული ძეგლები  – ეს არის კონკრეტული შემადგენელი ნაწილი მთელისა, სამშობლოს დიდი გაგებისა. ასეთი მნიშვნელობით ისინი პატრიოტიზმის სტიმულატორის როლში გამოდიან.” ლევან ხიმშიაშვილი არქიტექტორი ლევან (ლეო) ხიმშიაშვილი […]

აბრეშუმის მუზეუმი

Posted on May 2nd, 2013 by Nino Tchatchkhiani

აზიასა და ევროპაში მრავალი აბრეშუმის მუზეუმი არსებობს. ისინი, როგორც წესი, ინდუსტრიულ შენობებში, აბრეშუმის ყოფილ ქარხნებში ან ზოგჯერ ახალ შენობებშია განთავსებული. საქართველოს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი მსოფლიოში ერთადერთი აბრეშუმის მუზეუმია, რომელმაც XIX საუკუნეში დაარსeბისთანავე მისთვის საგანგებოდ აშენებულ შენობაში დაიდო ბინა. არქიტეტურის ისტორიკოსი მაია მანია წერს: “XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის მასშტაბურ მშენებლობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უთუოდ კავკასიის სააბრეშუმო სადგურის კომპლექსის […]

სოლოლაკი: იაშვილის 15

Posted on April 28th, 2013 by Nino Tchatchkhiani

სოლოლაკის უბნისთვის ტიპიური, 19-ე საუკუნეში აშენებული საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი ბინის რეკონსტრუქციის პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა სიფრთხილითა და პატივისცემით ეპყრობა არქიტექტორი ძველ შენობას, როგორ ცდილობს არსებული სტრუქტურის და დეტალების წარმოჩენას და შენარჩუნებას და მათ თანამედროვე ელემენტებთან  დაკავშირებას – ეს ბინა გახდა სასიამოვნო, ნათელი სივრცე, რომელშიც კარგად გრძნობ თავს. რეკონსტრუქციის პროექტი: ელისო სულაკაური, 2012 წელი

ხიდი და კარი

Posted on April 28th, 2013 by Nino Tchatchkhiani

გეორგ ზიმელი, ბერლინი, 1909 წელი საგნები ჩვენზე გარეგნულად ორაზროვან შთაბეჭდილებას იმით ახდენენ, რომ, ერთის მხრივ გვგონია, თითქოს ბუნებაში ერთი შეხედვით, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, თუმცა დაფარულად ყველაფრის ერთმანეთისაგან გამოყოფა შეიძლება. ნივთიერებებისა და ენერგიების განუწყვეტელი გარდაქმნების წყალობით, ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და ყველა დეტალისგან ერთგვარი კოსმოსი წარმოიქმნება. მეორეს მხრივ, საგნებს სივრცეში მკაცრი საზღვრები აქვთ დადგენილი და არც ერთი […]

ვაშინგტონის ქარტია 1987

Posted on April 28th, 2013 by Nino Tchatchkhiani

საერთაშორისო ქარტია ისტორიული ქალაქების და სხვა ურბანული სივრცეების დაცვასთან დაკავშირებით მიღებულია ICOMOS-ის გენერალური ასამბლეის მიერ 1987 წლის ოქტომბერში. პრეამბულა და განმარტებები ყველა ქალაქური სტრუქტურა, ბუნებრივად გაზრდილი იქნება ის, თუ გეგმაზომიერად შექმნილი, წარმოგვიდგენს ისტორიის მანძილზე საზოგადოების მრავალფეროვანი განვითარების სურათს. წინამდებარე ქარტია მოიცავს ისტორიულ ურბანულ არეალებს – დიდი და პატარა ზომისას, ქალაქების, დასახლებების, ისტორიული ცენტრების და უბნების […]

მეექვსე საავტორო სკოლა

Posted on April 28th, 2013 by Nino Tchatchkhiani

თბილისისთვის უჩვეულო ამ აგურის შენობას სოლოლაკის უბანში, შალვა დადიანის ქუჩით ლადო ასათიანის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ვხედავთ. ეს არის თბილისის ერთ-ერთი უძველესი სკოლის შენობა, რომელიც 1903-1905 წლებში არქიტექტორ ალექსანდერ ოზეროვის პროექტით აშენდა ქალთა მესამე გიმნაზიისათვის. საუკუნოვანი არსებობის განმავლობაში შენობის ფუნქცია არ შეცვლილა – ახლა ის მეექვსე საავტორო სკოლას ეკუთვნის.  შენობის არქიტექტურა ნეო-გოთიკის* თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. ჩვენამდე თითქმის […]

ათეშგა

Posted on April 28th, 2013 by Nino Tchatchkhiani

ათეშგა, ანუ ცეცხლის ტაძარი,  ქვემო კალაში, ბეთლემის უბანში მდებარეობს.  მისი რესტავრაცია იკომოს საქართველოს ჯგუფის მიერ ჩატარებული ბეთლემის უბნის რეაბილიტაციის პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ათეშგა დიდი არქეოლოგიური, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლია. ძეგლის უგუმბათოდ დარჩენილი კუბური მოცულობა  გადაიხურა მსუბუქი ლითონის კონსტრუქციის დამცავი სახურავით, მოეწყო მისასვლელი კიბე გომის ქუჩიდან და ხის პლატფორმა ინტერიერში, რომლიდანაც მნახველს  ძეგლის დათვალიერება შეუძლია. […]