Author Archive

დედაბოძიანი სახლის სათავეებთან

Posted on April 30th, 2020 by Nino Tchatchkhiani

(English) ლილი

თბილისის გერმანული დასახლებები

Posted on January 29th, 2020 by Nino Tchatchkhiani

2015-2017 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა იმ გერმანელთა ისტორიისა და მრავალფეროვანი არქიტექტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო შესწავლა, ვინც საქართველოში ორ ათეულზე მეტი დასახლება შექმნა და განავითარა. პირველი გერმანელები საქართველოში 1817 წელს ჩამოვიდნენ და ამიერკავკასიაში თავიანთ პირველ დასახლებას მარიენფელდი დაარქვეს. ვჲურთემბერგელი შვაბების მიგრაცია რამდენიმე არსებითი მიზეზით იყო განპირობებული, რაც […]

8-23-VI პავილიონი

Posted on January 29th, 2020 by Nino Tchatchkhiani

8-23-VI არის მონოქრომული პავილიონი, რომელიც დაპროექტდა მიკრორაიონ გლდანის 8-ე კვარტალის, 23-ე კორპუსის, VI სადარბაზოს  მაცხოვრებელთათვის. 8-23-VI თბილისის არქიტექტურულ ბიენალესთან თანამშრომლობის შედეგადაა Შერჩეული. Არქიტექტურული კოლექტივის, Medium-ის მიერ დაპროექტებული, ბიენალეს დროებითი ფორმატის ფარგლებში განახორციელებული მუდმივი პავილიონი, პერიმეტრზე განლაგებული მბრუნავი პანელებით, 23-ე კორპუსის ნახევრად-კერძო საცირკულაციო ტერიტორიასა და მის გარეთ არსებულ საზოგადოებრივ სივრცეს შორის კავშირის გაძლიერებას უწყობს ხელს. გლდანის მიკრორაიონისთვის […]

მოდერნი თბილისში

Posted on January 20th, 2020 by Nino Tchatchkhiani

ევროპაში მე -19 საუკუნის ბოლოს დამკვიდრებული ახალი სტილი სხვადასხვა სახელით გავრცელდა: არტ ნუვო, იუგენდშტილი, ლიბერტი, სეცესიონ, მოდერნიზმი და ა.შ. საქართველოში მას მოდერნის სტილს უწოდებენ. 1901 წელს, 7 წლის შემდეგ, რაც ბრიუსელში არქიტექტორ ვიქტორ ჰორტას მიერ პირველი მოდერნის შენობა – სასტუმრო ტასელი – შეიქმნა, ეს სტილი თბილისშიც ვრცელდება.  1901 წლის კავკასიის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძმები ნობელების პავილიონი, […]

ნიშინ კოგიოს 44-ე კონკურსი

Posted on February 2nd, 2018 by Nino Tchatchkhiani

ნიშინ კოგიოს 44-ე არქიტექტურული კონკურსი:არქიტექტურა, რომელიც აკავშირებს თემა “Bridging” (ხიდის შენება) ნიშნავს ხიდების გადებას სხვადასხვა ადგილების შესაერთებლად. მას შემდეგ, რაც მდინარეზე ხიდი ჩნდება, იწყება ადამიანების მოძრაობა და ჩნდება რაღაც ახალი. მოკლედ – ხიდი აკავშირებს ადგილებს, რომლებიც ადრე არ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ხიდის შენება არის კონცეფცია, რომელიც პასაჟის როლს ასრულებს და ყოველ მხარეს ახალ თვისებებს სძენს. თუ კი არქიტექტურას […]

ქალაქ თბილისის ფორუმი

Posted on November 19th, 2017 by Nino Tchatchkhiani

ნინო ჩაჩხიანი ესაუბრება ბენჯამენ უელსს მისი პროექტის, Tbilisi City Forum-ის შესახებ. ნ.ჩ. ბენჯამენ, 2016 წელს თქვენ თბილისში დანიის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიის (არქიტექტურის სკოლა) სტუდენტთა ჯგუფთან ერთად ჩამოხვედით. რა იყო ამ ჩამოსვლის მიზეზი? ბ.ვ. ჩვენ ჩამოვედით თბილისში, რადგან ეს ქალაქი სპეიფიკური ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების წინაშე დგას. ეს პრობლემები მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ნაშენ […]

გ.ჩახავას პავილიონები

Posted on October 11th, 2017 by Nino Tchatchkhiani

სერია_ქართველი არქიტექტორები_გიორგი ჩახავა „ინტელექტუალური თვალსაზრისით არაფერია უფრო ღირსეული და ელეგანტური, ვიდრე ფორმით მიღწეული სტაბილურობა.“ ელადიო დიესტე, 1987 წინამდებარე კვლევის საგანი არქიტექტორ გიორგი ჩახავას ერთ-ერთი გამოგონება – რკინა ბეტონის სამშენებლო ელემენტები და მათი გამოყენებით აგებული ობიექტებია. წინასწარ დამზადებული ასაწყობი პანელების გამოყენების დიაპაზონი ძალიან დიდია – მცირე ფორმები, საცხოვრებელი სახლები და ხიდის ბურჯებიც კი ამ უნივერსალური ელემენტებით […]

ინდუსტრიული მემკვიდრეობა

Posted on December 13th, 2016 by Nino Tchatchkhiani

ჭიათურა-ზესტაფონი-ფოთის ინდუსტრული წრედი (წიგნის მიმოხილვა) 2015 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  ინიციატივით გამოცემული პუბლიკაცია – ჭიათურა-ზესტაფონი-ფოთის ინდუსტრული წრედი – საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის შესწავლის, მისი მნიშვნელობის გაცნობიერების და საზოგადოებისათვის წარდგენის ერთ-ერთ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. პუბლიკაციის ავტორები არიან არქიტექტურის მკვლევარი ნანო ზაზანაშვილი და არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი. ავტორებმა გამოიკვლიეს ინდუსტრიული წრედის დაარსებისა და ჩამოყალიბების ისტორია, წინაპირობები […]

ვენეციის ბიენალე 2016

Posted on September 8th, 2016 by Nino Tchatchkhiani

15-ე არქიტექტურული ბიენალეს კურატორის, ჩილელი არქიტექტორის, ალეხანდრო არავენას მიერ ბიენალეს სიმბოლოდ არჩეული სურათი ასახავს შუა უდაბნოში, გასაშლელი კიბის ზედა საფეხურზე მდგომ ქალს, რომელიც რაღაცას აკვირდება. ბრუს ჩეთვინის მიერ გადაღებულ ფოტოზე გერმანელი არქოლოგი მარია რაიხე სამხრეთ ამერიკის ნაზკას უდაბნოს გადაჰყურებს. მიწაზე მდგომ ადამიანთან შედარებით, რომელიც უაზროდ დაყრილ ქვებს ხედავს, კიბის სიმაღლიდან მას სულ სხვა სურათი ეშლება […]

საერთო ქალაქი

Posted on November 17th, 2014 by Nino Tchatchkhiani

საერთო ქალაქი (“ჯენერიკ სითი”). ნაწყვეტები ნარკვევიდან ჰოლანდიელი არქიტექტორის, რემ კოლჰაასის წიგნის, “S,M,L,XL“-ის ბოლო ნაწილი ეთმობა ნარკვევს სახელწოდებით Generic City (საერთო ქალაქი). ის არის მისი საეტაპო ნაშრომი ისევე, როგორც Bigness (სიდიდე) და Junkspace (უტილიზებული სივრცე). მონათხრობი „საერთო ქალაქზე” წააგავს წინასწარმეტყველებას, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნაწილობრივ გამართლდა კიდეც. შესავალი ჰგავს თანამედროვე ქალაქი თანამედროვე აეროპორტს? […]